"ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს სამწუხაროა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სწორია. ჩემი კარიერით ვამაყობ", - დაწერა ფეხბურთელმა "ტვიტერში".
31 წლის ფეხბურთელის კარიერის დასრულების მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.
აგერი 9 სეზონის განმავლობაში თამაშობდა "ლივერპულში" და ასევე, "ბრონდბიუშიც" უთამაშია. დანიის ნაკრებში აგერმა 71 მატჩი ჩაატარა.