კოპა ამერიკა. 1/4-ფინალი: პირველი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 17 ივნისს, გამთენიისას, აშშ-ში მიმდინარე კოპა ამერიკის 2016 წლის გათამაშების პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მასპინძელმა აშშ-ის ნაკრებმა ეკვადორი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ქალაქ სიეტლში, "სენტურილინკ ფილდზე" გამართულ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა კლინტ დემპსის გოლით 22-ე წუთზე გახსნეს.

შესვენების შემდეგ ორივე გუნდი კაცნაკლული დარჩა - მსაჯმა მოედნიდან ლუის ვალენსია და ჯერმეინ ჯონსი ერთიმეორის მიყოლებით გააძევა.

65-ე წუთზე ამერიკელებმა ანგარიშში ორბურთიანი უპირატესობა გიასი ზარდესის გოლით მოიპოვეს, დარჩენილ დროში კი ეკვადორელებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლეს - 74-ე წუთზე თავი
მიკელ აროიომ
გამოიჩინა.

ნახევარფინალში იურგენ კლინსმანის მიერ გაწვრთნილი აშშ-ის ნაკრების მეტოქე არგენტინა-ვენესუელის მეოთხედფინალურ წყვილში გამოვლინდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული