კოპა ამერიკა. 1/2-ფინალი: არგენტინა ფინალშია, ლიონელ მესი - ისტორიაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 22 ივნისს, გამთენიისას, აშშ-ში მიმდინარე კოპა ამერიკის 2016 წლის გათამაშების ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მასპინძელთა ნაკრები არგენტინის ეროვნულ გუნდთან 0:4 განადგურდა.

ამრიგად, არგენტინის ნაკრები ისტორიაში 28-ედ გავიდა კოპა ამერიკის ფინალში და ტიტულის მოგებას ამჯერად მე-15-ედ შეეცდება.

არგენტინელთა მეტოქე გადამწყვეტ მატჩში, რომელიც 27 ივნისს გაიმართება, ხვალ, კოლუმბია-ჩილეს ნახევარფინალურ შეხვედრაში უნდა გამოვლინდეს.

რაც შეეხება ჰიუსტონში, სტადიონ "რეალიანტზე" გამართულ შეხვედრას, ანგარიში უკვე მე-3 წუთზე ფორვარდმა ესეკიელ ლავეციმ ლიონელ მესის გადაცემის შემდეგ გახსნა. ამ უკანასკნელმა 32-ე წუთზე სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მეორე
ტაიმში კი ამერიკელთა კარში ორჯერ გონსალო იგუაინმა (50-ე და 86-ე წუთებზე) გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მესიმ ამ მატჩში ეროვნული ნაკრების მაისურით 55-ე გოლი მიითვალა, რამაც "ბარსელონას" ვარსკვლავი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად აქცია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წავიდნენ რა კალადბურთი ითამაშონ ან ბეისბოლი, ფეხბურთი არაა ამათი საქმე. ჩვენ კიდე რაგბი ვითამაშოთ და შევეშვათ ამ სპორტს.
0
მესიზე რაღა უნდა თქვა და იგუაინი ძალიან მაგარ ფორმაშია წელს!
გაგა
13:55 22-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული