ფანებმა დაიწყეს კამპანია, რათა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლა გადააფიქრებინონ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, ლიონელ მესის სიტყვებმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ამ გუნდის გულშემატკივართა შორის. "ბარსელონას" 29 წლის ვარსკვლავმა კოპა ამერიკის ფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "ალბისელესტეში" კარიერას დაასრულებს.

- მესი ნაკრებს ტოვებს: მივდივარ, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის

შეგახსენებთ, რომ არგენტინა-ჩილეს უგოლო მატჩში გამარჯვება პენალტების სერიაში (4:2) ამ უკანასკნელს დარჩა, არგენტინელთაგან ერთი დარტყმა კი მესიმ გააცუდა.

- კოპა ამერიკა. ფინალი: ჩილე ჩემპიონია, არგენტინა მესიმ დააღალატა [VIDEO]

არგენტინის ნაკრების გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" კამპანია წამოიწყეს, სახელწოდებით NotevayasLeo y NoteVayasLio ("არ წახვიდე", ლეო), რითაც მესის
გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინის ნაკრების დატოვებას, მესისთან ერთად, გუნდის მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი აპირებდა.

- 6 ვარსკვლავი არგენტინის ნაკრების დატოვებას აპირებს
მკითხველის კომენტარები / 5 /
მესი გთხოვ არ წახვიდა არგენტინადან მიყვარხარ და სშენი მჯერა რომ არ წახვალ არგენტინიდან
გიგა
00:29 07-07-2016
0
უნდა წავიდეს, რომ ზოგიერთმა დაინახოს რას წარმოადგენს არგენტინის ნაკრები მესის გარეშე... მიუხედავად წარუმატებლობისა... მესის არასტაბილური თამაში ნაკრებში, სუფთა ფსიქოლოგიური ხასიათის იყო... არ შეიძლება, მუდმივად ყვავივით დასჩხაოდე, ნაკრებში ვერ თამაშომო... რა დონის სულელი უნდა იყო, რომ მესის ნაკრებიდან წასვლა გინდოდეს და ფიქრობდე რომ მის გარეშე უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ...
გვანცა
17:33 27-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული