29 წლის შემდეგ - რაიან გიგზმა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა

AutoSharing Option
ვალიელმა რაიან გიგზმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული 29 წლის შემდეგ კლუბი დატოვა.

აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გიგზი "იუნაიტედში" ყოფილ მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალის ასისტენტად დაინიშნა. წელს გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მივიდა, რომელმაც რაიანს ადგილი ახალგაზრდულ გუნდში შესთავაზა, მაგრამ გიგზმა არ ისურვა და კლუბი დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიგზმა, შესაძლოა, "ნოტინგემ ფორესტი" გაწვრთნას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული