ფოტო-NEWS: ამერიკული "ალიანსი"

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" საშინაო სტადიონი - "ალიანც არენა" ოთხ ივლისს ამერიკის დროშის ფერებით განათდა. ამ აქციით, გერმანიის ჩემპიონმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე (4 ივლისი) აღნიშნა.

გარდა ამისა, ბაიერნმა" გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში "რეკორდმაისტერის" ფან-კლუბების რაოდენობამ სარეკორდო მაჩვენებელს (100) მიაღწია.

"მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამგვარად აღვნიშნოთ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე", - განაცხადა "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა იორგ ვაკერმა.

აღვნიშნავთ, რომ მოგვიანებით, "ბაიერნი" სწორედ აშშ-ში გაემგზავრება შეკრების ჩასატარებლად, სადაც ამხანაგურ მატჩებს გამართავს "მილანთან", "ინტერთან" და მადრიდის "რეალთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული