ზეპ ბლატერი კანის კიბოთია ავად და ექიმებმა ყურის ნაწილი მოკვეთეს

AutoSharing Option
ფიფას ყოფილ პრეზიდენტს, იოზეფ ბლატერს, რომელსაც კანის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ოპერაციისას მარცხენა ყურის ნაწილი მოკვეთეს. ამის შესახებ Blick-ი იუწყება.

80 წლის ბლატერს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გასული წლის ბოლოს შეექმნა. მაშინ მან საავადმყოფოში რამდენიმე დღე დაჰყო, ჰოსპიტალიზაციის მიზეზად კი ნერვული შეტევით გამოწვეული პრობლემები დასახელდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ზეპს კანის კიბო აქვს და ოპერაცია სჭირდება.

ქირურგიული ჩარევის შემდეგ ბლატერმა განაცხადა: "ბოროტება დამარცხებულია. ბრძოლა გრძელდება".

ზეპ ბლატერი ფიფას პრეზიდენტად ოთხჯერ აირჩიეს - 2002, 2007, 2011 და 2015 წლებში. ბოლო არჩევნებიდან სამ დღეში მან თანამდებობის
დატოვების შესახებ გამოაცხადა, რასაც წინ ფიფას ისტორიაში უდიდესი კორუფციული სკანდალი უძღვოდა.

26 თებერვალს ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტად ჯანი ინფანტინო აირჩიეს, ფიფაში კი მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული