რა უთხრა მატერაციმ ზიდანს 10 წლის წინათ?

AutoSharing Option
2006 წლის 9 ივლისს, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იტალიის ნაკრებმა საფრანგეთს თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგო და მეოთხედ გახდა პლანეტის უძლიერესი გუნდი.

იტალიელებმა ხუთივე პენალტი დიდებულად შეასრულეს, დავიდ ტრეზეგემ კი ბურთი ხარიხას გაარტყა და ასე დაუთმო ჩემპიონობა მეტოქეს.

ამ მატჩის 110-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ზინედინ ზიდანმა მარკო მატერაცის თავი მკერდში ჩაარტყა და "სკუადრა აძურას" ცენტრალური მცველი ძირს დაანარცხა. არგენტინელ არბიტრ ორასიო ეპისონდოს გვერდითა მსაჯმა უკარნახა ინციდენტის შესახებ და მანაც მყისვე გააძევა მოედნიდან ლეგენდარული 10-იანი.

ეს, ალბათ, ყველაზე სკანდალური გაძევება იყო
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რადგან ერთი, რომ მუნდიალის ფინალში მოხდა და მეორე, ამ წითელი ბარათით ზინედინ ზიდანმა კარიერა დაასრულა.

ზიზუმ ტრიუმფის ნაცვლად, სკანდალი მიიღო, მატჩის ერთ-ერთი გმირი კი სწორედ მარკო მატერაცი გახდა და არა საფრანგეთის ნაკრების ლიდერი.

გარდა იმისა, რომ მატერაციმ მსაჯს ზიდანი გააგდებინა მოედნიდან, მან გოლიც გაუტანა ფრანგებს და შემდეგ თერთმეტმეტრიანების სერიაშიც ივარგა.

ზიდანი თუ მატერაცი?
ზიდანის და მატერაცის ეპიზოდი დღემდე არ კარგავს აქტუალობას, 10 წელიწადში კი ამ თემაზე უამრავი რამ შეიქმნა, მათ შორის, სიმღერები, კომპიუტერული თამაშები, ტანსაცმელი შესაბამისი დიზაინით, კომიქსები, წიგნები და ა.შ.

ამ თემაზე, პრაქტიკულად, ყველამ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება და საგულისხმოა, რომ პოზიციები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ბევრისთვის მატერაცი გმირია, რომელმაც გუნდის ინტერესები ყველაზე მაღლა დააყენა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გამხდარიყო. ბევრისთვის მარკო არამზადაა, რომელმაც მიზნის მისაღწევად მორალურ ზღვარს გადააბიჯა და გააკეთა ის, რისი გაკეთებაც დანაშაულის ტოლფასია.

ასევე, იყოფა აზრები ზიდანთან დაკავშირებით - ბევრისთვის ის გმირია, რომელიც ღირსების შელახვას არავის აპატიებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ზიზუმ გუნდი გაწირა და საკუთარი ინტერესები ნაკრებზე, ან, გნებავთ, ქვეყანაზე მაღლა დააყენა. აი, მაგალითად, რას ამბობს საფრანგეთის ნაკრების მაშინდელი მწვრთნელი რაიმონ დომენეკი:

"როდესაც ტიერი ანრიმ ირლანდიას გოლი ხელით გაუტანა და ჩვენ გავედით მსოფლიოს ჩემპიონატზე, მან საკუთარი იმიჯი შესწირა გუნდის ინტერესებს, რაც უნდა დავუფასოთ. აი, ზიდანმა კი საკუთარ ღირსებას შესწირა გუნდის ინტერესები, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია.

მომწონს, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე მაღლა საერთო ღირებულას, ამ შემთხვევაში კი ქვეყნის ინტერესს აყენებს".

რა უთხრა მატერაციმ ზიდანს?
და მაინც, რა უთხრა ასეთი მატერაციმ ზიდანს, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით, თავი ვერ შეიკავა და მეტოქეს მკერდში ჩაარტყა? - მარკომ იუმორისტული წიგნიც კი გამოუშვა სათაურით: "სინამდვილეში, რა ვუთხარი ზიდანს?" - თუმცა, ამ წიგნში მატერაციმ 250 შესაძლო ვერსია გამოაქვეყნა და მკითხველს კიდევ უფრო აუბნია თავგზა.

იყო სრულიად უწყინარი, ძირითადად, ასეთი ვერსიები: "ზიზუ, ტოტი უკეთესად ურტყამს პენალტს, ვიდრე შენ" - ან ასეთი: "ზიზუ, დაგვიბრუნეთ ჯოკონდა" - გასაგებია, რომ ასეთი ფრაზების გამო ზიდანი მატერაცის თავს არ ჩაარტყამდა და ამ წიგნით მარკომ საიდუმლოს არათუ ახადა ფარდა, კიდევ უფრო მეტი ინტრიგა შესძინა.

თუ რა მოხდა სინამდვილეში, ამის შესახებ მატერაციმ ფრანგულ ჟურნალ "ეკიპთან" ისაუბრა და ყველაფერი ნათელი გახდა - იტალიის ნაკრების მცველი დიალოგს დეტალებში იხსენებს:

- ზიდანი მატერაცის: მაისურზე ნუ მქაჩავ, თუ ასე მოგწონს, გაგიცვლი თამაშის შემდეგ.
- მატერაცი ზიდანს: მაისური არ მინდა, შენი ბოზი და მირჩევნია...

სწორედ ამ გადაძახილს მოჰყვა ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ეპიზოდი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, "ეკიპმა" კი მატერაცის კიდევ არაერთი კითხვა დაუსვა ამ თემის და ზოგადად, ფინალური მატჩის გარშემო, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ...

- ნანობთ იმას, რაც ზიდანს უთხარით?
- სკანდალების მოყვარული არასდროს ვყოფილვარ და ამიტომ ჩემთვის უსიამოვნოა ის, რაც მოხდა. თუმცა, გარწმუნებთ, რომ გაცილებით უარესები მომისმენია რომში, ნეაპოლში, მილანში, ტურინში და ზოგადად, იტალიურ სტადიონებზე. შესაძლოა, ჩვენი ფეხბურთი უფრო ბინძურია, მაგრამ არ მეგონა, თუ ზიდანი ასე გამოვიდოდა წყობიდან. დამიჯერეთ, მისი გაძევება არ ყოფილა ჩემი მიზანი.

- შეცვალა თქვენი ცხოვრება იმ ეპიზოდმა?
- სიმართლე გითხრათ, ჩემი ცხოვრება იმ ორმა გოლმა შეცვალა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიტანე: ერთხელ თავით და მეორედ თერთმეტმეტრიანების სერიაში. მე მსოფლიოს ჩემპიონი ვარ და შესაბამისად, ტყუილად არ მიცხოვრია.

- დრო რომ უკან დაბრუნდეს, იმავეს ეტყოდით ზიდანს?
- ის ფრაზა ემოციურ ფონზე ვთქვი და დრო რომ უკან დაბრუნდეს და ყველაფერი გააზრებული მქონდეს, ასეთ ფრაზას ნამდვილად არ ვიტყოდი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი მიზანი ზიდანის მოედნიდან გაგდება არ ყოფილა და ეს უბრალოდ, ემოციური გადაძახილი იყო. მატჩის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა და დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, დარჩენილ დროში საფრანგეთი კაცნაკლული იქნებოდა თუ არა.

- ბევრისთვის თქვენ გმირი ხართ, ბევრს კი ეზიზღებით...
- არც ზიზღს ვიმსახურებ და არც სიყვარულს ვითხოვ. მე მსოფლიოს ჩემპიონი ვარ და ეს მყოფნის იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ზიდანმაც ცუდათ უთხრა მაისურს მოგცემო რაზეც მატერაციმ დამსახურებული პასუხი გასცა! და კიდევ იუვენტუსში თამაშობდა ზიდანი და პირველად არ იყო რომ შეურაწყოფა მიაყენეს მაგრამ რატომღაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაახსენდა ღირსება
Gio
12 ივლისი 2016 00:00
3
კი ბატონო, ზიზუ გენიოსი იყო. მაგრამ ჩვენ სხვაზე გავამახვილოთ ყურადღება. მატერაცი - იტალიელი, ჩვენსავით სამხრეთელი და ცხელსისხლიანი, წერს: პირადი ღირსება არ უნდა შესწირო ქვეყნის ინტერესესს, ანუ შეურაცყოფა უნდა გადაეყლაპაო. ჩვენ კი ყველა ვამბობთ: ზიდანი მაგარია, კაცურად დაამთავრა კარიერა. ასეცაა - ზიზუ აფრიკელია, და არ მოითმინა. ჰო და ჩვენც აფრიკელები ვართ, ვაქებთ, მაგარიაო. მე კი მიმაჩნია, თუ მხოლოდ შენ გეხება მოთმენა არ მოთმენა - როგორც ჩათვალო საჭიროდ - ისე ქენი. მაგრამ როცა შენი სამშობლოს სახელს წარმოადგენენ - ნამდვილად გმართებს ტკივილის (ფიზიკური და მორალური) ატანა.
alexandre
11 ივლისი 2016 22:22
2
ალჟირელი კაი ბიჭი ზიდანი, კაი ბიჭის დას რო შეურაცყოფა მიაყენა აბა რა ეგონა მატერაცის:დ ნუ თამაშის მერე თასით ხელში მატერაცი რომ დარბოდა, მაგას არაუშავს მთავარია კაცობა:დ
gio
11 ივლისი 2016 22:08
3
ზიზუ ლეგენდად დარჩა და ეგ იტალიელი რომ არა ზიზუ კაციშვილს არ ემახსოვრებოდა გინდა თასით ერბინა და გინდა ორში გრძელით : )))))
ზიზუ
09 სექტემბერი 2022 05:23
0
ჩემთვის ზიდანი ნამდვილი ჯელტმენია და მატერაცი ნამდვილი ... ჯემალი თქვენ მინდა გითხრათ რომ ზიზუს ყველაზე კაცური კარიერის დასასრული ქონდა. :)
jemalis
11 ივლისი 2016 20:26
2
იტალიაში თუ მოსულა გინება, ყველასთან კი არ უნდა მოიყვანო, მოკლედ გაუფუჭა კარიერა უძლიერეს ფეხბურთელს და პიროვნებას, ჩემთვის ერთ–ერთი ლეგენდაა ზიდანი ფეხბურში.
jemali
11 ივლისი 2016 17:28
2
ვატო 100%-ინი ხარ.მატერაცი, ფეხბურთელიც ბინძური მჩეხავი იყო,ხოლო ამ არაკაცობისთვის,როგორც ცნობილია ბუფონისგანაც საკმაოდ მოხვდა გასახდელში.ცუდი ისაა,რომ არა ზიდანი ეს არაკაცი (თუნდაც ჩემპიონი)დღეს არავის ეხსომებოდა.
sake
11 ივლისი 2016 17:13
1
მატერაცი შენი არაკაცი დედა ვატირე !
ვატო
11 ივლისი 2016 16:52
1

სიახლეები პოპულარული