საზარელი ტრავმა, რის გამოც შეიძლება დემბა ბამ კარიერა ნაადრევად დაასრულოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ვესტ ჰემის", "ნიუკასლისა" და "ჩელსის" ყოფილი ფორვარდის, დემბა ბას კარიერა შესაძლოა, ნაადრევად დასრულდეს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ შანჰაის დერბიში, "შანჰაი შენჰუას" თავდამსხმელმა სერიოზული ტრავმა მიიღო, ფეხის მძიმე მოტეხილობა.

31 წლის სენეგალელი ჩინეთში წინა ივლისს 12 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ თურქული "ბეშიქთაშიდან" გადაბარგდა. გასულ სეზონში 18 მატჩში გატანილი 14 გოლით იგი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"ტრავმა იმდენად მძიმეა, რომ ამით შესაძლოა, დემბა ბას პროფესიონალური კარიერა დასრულდეს", - სინანულით აღნიშნა "შანჰაი შენჰუას" მწვრთნელმა გრეგორიო მანსანომ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული