"შანხაი შენჰუას" სტადიონზე, სადაც კარლოს ტევესი თამაშობს, ხანძარი გაჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 მარტს, დილით, ჩინეთის სუპერლიგის კლუბის, "შანხაი შენჰუას" სტადიონზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ნაგებობის ქვედა ნაწილში გაჩნდა, თუმცა უშუალოდ ტრიბუნებსა და მოედანზე აღარ გავრცელებულა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ "შანხაი შენჰუასთან" გააფორმა ზამთარში კონტრაქტი ცნობილმა არგენტინელმა ფორვარდმა კარლოს ტევესმა. მასთან ერთად ჩინურ გუნდში არიან ევროპამოვლილი დემბა ბა და ობაფემი მარტინსი.

"შანხაი შენჰუას", რომელსაც გუსტავო პოიეტი წვრთნის, მომავალი საშინაო მატჩის გამართვა 16 აპრილს უწევს. კლუბის სტადიონი, რომელიც 1999 წელს აიგო, ჩინეთში ყველაზე ძველია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული