ნიგერიის ნაკრები: იუსუფი მწვრთნელად, ლე გუენი მრჩევლად

AutoSharing Option
ნიგერიის ნაკრებს სალისუ იუსუფი უხლემძღვანელებს, რომელიც აქამდე დროებითი მწვრთნელის სტატუსით მუშაობდა პოსტზე.

არანაკლებ საინტერესო კი ამ ისტორიაში ის გახლავთ, რომ მისი მრჩეველი პოლ ლე გუენი იქნება. 52 წლის ფრანგი თავის დროზე "ლიონის", "პარი სენ-ჟერმენისა" და გლაზგოს "რეინჯერსის" თავკაცად მუშაობდა. მას აფრიკაშიც დაგროვილი აქვს გამოცდილება, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ლე გუენი კამერუნის ნაკრებს ედგა სათავეში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ "არწივების" მთავარ მწვრთნელად წესით, სანდი ოლისეს უნდა ემუშავა, მაგრამ ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა კონტრაქტის პირობები ვერ შეათანხმა და დაკავებული თანამდებობა მცირე სკანდალით, თებერვალში დატოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული