უეფას სუპერთასი: მსაჯი უკვე ცნობილია

AutoSharing Option
9 აგვისტოს ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის "რეალი" ევროპალიგის გამარჯვებულ "სევილიას" შეხვდება.

უეფამ ამ შეხვედრის არბიტრი უკვე დანიშნა - შეხვედრას სერბი მილორად მაჟიჩი უმსაჯებს. 43 წლის მაჟიჩი ევრო 2016-ს ემსახურებოდა, სადაც მისმა ბრიგადამ სამი შეხვედრა განსაჯა. თუმცა მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ტრონჰეიმის დაპირისპირება იქნება.

შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპის სუპერთასი საქართველოს დედაქალაქში გაიმართა. მაშინ "ბარსელონამ" "სევილია" დამატებით დროში 5:4 დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული