ინტერი-პსჟ 1:3 - პარიზელებმა სერჟ ორიეს დუბლით მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ივლისს, სეზონისწინა ამხანაგურ ტურნირ "ჩემპიონთა საერთაშორისო თასში" ჩრდილოამერიკულ ჯგუფში ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც "პარი სენ-ჟერმენმა" მილანის "ინტერი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

აშშ-ის ქალაქ იუჯინში, სტადიონ "აუთდზენზე" ანგარიში პარიზელებმა სერჟ ორიეს გოლით მე-14 წუთზე გახსნეს, თუმცა ტაიმის დასრულებამდე სტევან იოვეტიჩმა (45) პენალტიდან ზუსტი დარტყმით გაათანაბრა.

შეხვედრის მეორე ნახევარში გოლებს მხოლოდ უნაი ემერის ფეხბურთელები იტანდნენ. 61-ე წუთზე ლეივინ კურზავა გამოირჩა, 87-ეზე კი - ორიემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პსჟ ტურნირზე მომდევნო მატჩს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ 28 ივლისს ჩაატარებს, მილანის "ინტერი"
კი 31-ში მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული