"მანჩესტერ სიტიმ" ჩინეთში "დორტმუნდი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხოსეპ გვარდიოლა "დორტმუნდის" წინააღმდეგ, ოღონდ ამჯერად არა "ბაიერნით", არამედ, როგორც "სიტის" თავკაცი - აზიურ ტურნეში გვარდიოლამ პენალტების სერიაში მოიგო.

"სიტი" ბოლო წამებამდე სერხიო აგუეროს გოლის წყალობით უგებდა "დორტმუნდს", მაგრამ კაგავას პასით პულიშიჩმა გაათანაბრა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. ფეხბურთელებმა თავიდან თითო თერთმეტმეტრიანი გააცუდეს. ბოლოსკენაც ასე მოხდა.

ასე რომ, ესპანელი მერინოს გაცუდება "დორტმუნდს" ძვირი დაუჯდა. თამაში ჩინეთში, შენჟენის სტადიონზე გაიმართა.

დორტმუნდი-სიტი 1:1 (5:6 პენალტებში)
გოლები: 0:1 აგუერო (79), 1:1 პულიშიჩი (96)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული