საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: პსჟ-მ "ლესტერი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ივლისს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფარგლებში, ერთმანეთს საფრანგეთის და ინგლისის ჩემპიონები, პსჟ და "ლესტერი" დაუპირისპირდნენ.

პარიზელებმა მეტოქეს თითო-თითო ტაიმში ორ-ორი გოლი გაუტანეს და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 4:0 დაამარცხეს.

ანგარიში 26-ე წუთზე პენალტით ედისონ კავანიმ გახსნა, ტაიმის მიწურულს ინგლისელებს მეორე გოლი ნანიტამო იკონემ გაუტანა. მეორე ტაიმის 64-ე წუთზე თავისი გოლი ლუკას მოურამაც გაიტანა, 90-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ოდსონ ედუარმა დააფიქსირა.

"ლესტერი" თავის მომდევნო შეხვედრას უკვე 3 აგვისტოს "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული