რეალი-ჩელსი 3:2 - ედენ აზარს დრო არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ივლისს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფარგლებში, ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და ლონდონის "ჩელსი" დაუპირისპირდნენ.

საკმაოდ უხვგოლიან შეხვედრაში გამარჯვება მადრიდელებს დარჩათ, რომლებმაც მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 3:2 იმარჯვეს.

მადრიდელები მე-19 წუთზე ბრაზილიელმა მარსელომ დააწინაურა, რომელმაც 7 წუთში დუბლიც მიითვალა და სხვაობა ორამდე გაზარდა, 37-ე წუთზე კი მარიანო მეხიამ ლონდონელებს მესამეც გაუტანა.

65-ე წუთზე ლონდონელთა შემადგენლობაში მოედანზე ედენ აზარი გამოჩნდა და ამის შემდეგ "ჩელსის" თამაში შეიცვალა. თავის მხრივ, აზარმა დუბლი გაიფორმა - ბელგიელმა "რეალს" მე-80 და 90-ე წუთებზე გაუტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალის და ბარსელონას თამაშების მიმოხილვებში „ბარსელონას სუნი ტრიალებს“. ხალხო თუ ვინმეს ქომაგობთ დაიტოვეთ თქვენთვის. აზარს დრო არ ეყო მაგარი სათაურია... იმას რატომ არ ამბობთ რო მეორე ტაიმში რეალი მთლიანად ალბათ მეოთხე შემადგენლობით თამაშობდა და პირველ ტაიმში ჩელსის თითქმის ძირითად შემადგენლობას მეორე შემადგენლობით 3-0-ს უგებდა? და კიდევ თურანმა ულამაზესი გოლი გაიტანა.. რეალის სამივე გოლი შედევრი რო იყო არაფერი?
lasha
11:42 01-08-2016
0

სიახლეები პოპულარული