წლეულს "პარი სენ-ჟერმენი" ახალ ეპოქას იწყებს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე და უნაი ემერის თავკაცობით. ჯერჯერობით, პარიზელთა რიგებში ყველაფერი რიგზეა - პსჟ-მ ამერიკულ კარსონში პრემიერლიგის ჩემპიონი "ლესტერი" გაანადგურა - 4:0.
პირველ ტაიმში ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გაიხსნა, თავი ედისონ კავანიმ გამოიჩინა. ტაიმის მიწურულს გოლი ნანიტამო იკონემ გაიტანა. მეორე ტაიმში ლუკას მოურამ და ოდსონ ედუარმა იყოჩაღეს. პსჟ-ს ტურნირში სამი თამაშიდან 9 ქულა აქვს.
* * *
მილანის "ერთადერთი კარგი ისაა, რომ მეორე ტაიმში გოლი არ გავატანინეთ მეტოქეს. 4-5 ძირითადი ფეხბურთელი გვაკლდა, ეს კი მეტისმეტია", - განაცხადა რობერტო მანჩინიმ. კარლო ანჩელოტიმ კი განაცხადა, რომ გრინს თავის გამოჩენის შანსს კვლავ მისცემს.
თავად ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი კი ისე იქცევა, თითქოს, ასეც უნდა ყოფილიყო - "გოლების გატანა ჩემი საქმეა. შემიძლია მარცხენა ან მარჯვენა ფლანგზე თამაში და წინ წაწევაც. ჩემთვის პოზიციას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ვამაყობ, რომ დიდი ფეხბურთელების გუნდში ვთამაშობ, მათგან ძალიან ბევრი ვისწავლე" - აცხადებს 21 წლის ამერიკელი, რომელიც "ბაიერნის" სისტემაში 2010 წლიდანაა, თუმცა ჯერ პირველ გუნდში ოფიციალური დებიუტი არ ჰქონია.
* * *
დუბლინში "ბარსელონამ" 3:1 დაამარცხა გლაზგოს "სელტიკი". კატალონიელთა რიგებში ითამაშა ლეო მესიმ, თუმცა თავი სხვებმა გამოიჩინეს. არდა თურანის გოლს ლი გრიფიტსმა უპასუხა. 31-ე წუთზე ეფე ამბროუზმა საკუთარი კარი დალაშქრა, ტაიმის მიწურულს კი გოლი მუნირ ელ ჰადადიმ გაიტანა. "ბარსელონასთან" მატჩი ყოველთვის კარგი გაკვეთილია. ჩვენ გვსურს, ბევრი რამ გადავიღოთ ამ გუნდის თამაშიდან, თუნდაც, პრესინგი და ბურთის ფლობის კულტურა. დღეს მათ ძალიან კარგად გამოიყენეს თავისუფალი სივრცეები, რაც მათ ეძლეოდათ. ფეხბურთელების მაღალი კლასი "ბარსას" ამის საშუალებას აძლევდა. მეორე ტაიმში მოვუმატეთ და მეტი მომენტი შევქმენით", - განაცხადა დამარცხებულთა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მხოლოდ "ბარსელონამ" გამართა ერთი მატჩი.
* * *
"ლივერპულმა" "მილანი" 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. ჯერ დივოკ ორიგიმ გამოიჩინა თავი, შემდეგ რობერტო ფირმინომ. ბარსელონა-სელტიკი 3:1
გოლები: 1:0 არდა თურანი (11), 1:1 გრიფიტსი (29), 2:1 ამბროუზი (31 ს. კ.), 3:1 ელ ჰადადი (41)
რეალი-ჩელსი 3:2
გოლები: 1:0 მარსელო (19), 2:0 მარსელო (26), 3:0 მ. დიასი (37), 3:1 აზარი (80), 3:2 აზარი (91)
ინტერი-ბაიერნი 1:4
გოლები: 0:1 გრინი (7), 0:2 რიბერი (13), 0:3 გრინი (30), 0:4 გრინი (35), 1:4 იკარდი (90)
ლივერპული-მილანი 2:0
გოლები: 1:0 ორიგი (59), 2:0 ფირმინო (73)
პსჟ-ლესტერი 4:0
გოლები: 1:0 კავანი (26-პენ), 2:0 იკონე (45), 3:0 ლუკასი (64), 4:0 ედუარი (90)
თ მ მპ წპ წ გ ქ
1. პსჟ 3 3 0 0 0 10-2 9
2. ბაიერნი 2 1 0 1 0 7-4 4
3. ბარსელონა 1 1 0 0 0 3-1 3
4. ლივერპული 2 1 0 0 1 2-1 3
5. ჩელსი 2 1 0 0 1 3-3 3
6. რეალი 2 1 0 0 1 4-5 3
7. მილანი 2 0 1 0 1 3-5 2
8. ლესტერი 2 0 1 0 1 1-5 2
9. სელტიკი 2 0 0 1 1 2-4 1
10. ინტერი 2 0 0 0 2 2-7 0
თ - თამაში; მ - მოგება; მპ - მოგება პენალტებში; წპ - წაგება პენალტებში; წ - წაგება; გ - გოლები; ქ - ქულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"