რაიან გიგზი შესაძლოა უელსის ნაკრების თავკაცი გახდეს

AutoSharing Option
რაიან გიგზი, შესაძლოა, უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს.

"ჰალს" ძალიან უნდა კრის კოულმენის მიწვევა. "ვეფხვები" სწორედ მის პასუხს ელოდებიან და ამიტომაც არიან პრემიერლიგის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უმწვრთნელოდ. თუ კოულმენი პრემიერლიგაში დაბრუნებული კლუბის წინადადებას მიიღებს, უელსის ფეხბურთის ასოციაცია ვაკანტურ პოსტს სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას შესთავაზებს.

რაც შეეხება "ჰალს", თუ ახალი მწვრთნელის დანიშვნა გაჯანჯლდა, დროებით ეს საქმე, შესაძლოა, მაიკ ფელანს ანდონ.

ამ უკანასკნელმა კი ფანებს არცთუ სასიამოვნო ამბავი ამცნო - არ ვიცი, მოვახერხებთ თუ არა ვინმეს შეძენას და გაძლიერებას პრემიერლიგის დაწყებამდეო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული