დარიო სრნამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა დარიო სრნამ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

"ვერასდროს ვიპოვი სათანადო სიტყვებს დასამშვიდობებლად. ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ მუდმივი არაფერია. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ სიამაყეს, რომელსაც ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშით ვგრძნობდი. დღევანდელი დღე ყველაზე ცუდია ჩემს ცხოვრებაში. სანაკრებო კარიერას ვასრულებ", - განაცხადა სრნამ.

სრნა ეროვნული ნაკრების ღირსებას 2002 წლიდან იცავდა. ამ ხნის განმავლობაში მან ეროვნული ნაკრების მაისური 134-ჯერ მოირგო, სადაც თავის გამოჩენა 22 გატანილი გოლით შეძლო.

ბოლო მატჩი კი, რომელიც სრნამ ნაკრებში ჩაატარა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე პორტუგალიის
ნაკრების წინააღმდეგ იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული