იბრა: ყოველდღიურ ცხოვრებაში ქედმაღალი არ ვარ, უბრალოდ, ეს მოედანზე ვხდები ლომი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Sky Sports-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ მიიჩნევს თავს ქედმაღალ ადამიანად და ყოველდღიურ ცხოვრებაში სინამდვილეში სულაც არ არის ისეთი, როგორადაც თავი გულშემატკივრებს გააცნო.

"არა მგონია, მართლა ისეთი ქედმაღალი ვიყო, როგორიც ადამიანებს ჰგონიათ. უბრალოდ, თავდაჯერებული ვარ. მაგრამ ეს ქედმაღლობა სულაც არაა.

ჩემზე იმასაც ამბობენ, რომ ცუდი ბიჭი ვარ. თუმცა, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მეოჯახე, რომელიც ზრუნავს ახლობლებზე.

მაგრამ როდესაც მოედანზე გამოვდივარ, ლომს ვემსგავსები. ეს სულ სხვა რამეა", - თქვა გულახდილად იბრამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იბრა მაგარი კაცია :დდ
ბაჩო
17:45 12-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული