სუარესის პირველი მეორე ცდიდან
ლა ლიგა. I ტური* I ტურში ბურთის ფლობის ყველაზე დიდი პროცენტი "სევილიას" ჰქონდა - 73,7%.
* ლიონელ მესიმ "ბეტისის" კარისკენ 12-ჯერ დაარტყა, რაც ტურის საუკეთესო მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა 2 გოლი გაიტანა.
* ტონი კროოსმა "რეალის" შემადგენლობაში (ყველა ოფიციალურ ტურნირში) მე-100 მატჩი ითამაშა სან სებასტიანში.
* კლაუდიო ბრავომ "ბარსელონაში" კარიერა 38 "მშრალი" თამაშით დაასრულა. ბრავო 2014 წლის აგვისტოში გადავიდა ლა ლიგაში და მას მერე ამაზე უკეთესი მაჩვენებელი არც ერთ მეკარეს არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ ბოლო მატჩში
* 40 გოლი ლა ლიგის I ტურში აქამდე არასოდეს გასულა (რაც ჩემპიონატი 20-გუნდიანია).
* "ვალენსიამ" ჩემპიონატის გახსნის საშინაო მატჩში 4 გოლი ისტორიაში პირველად გაუშვა.
* "ლას პალმასმა" ლა ლიგის საგარეო მატჩში 4 გოლი თამაშში 1987 წლის მერე პირველად გაიტანა. მაშინ კანარის კუნძულელებმა სტუმრად "კადისს" გაუტანეს.
* კევინ-პრინს ბოატენგი ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელია, ვისაც გოლი გატანილი აქვს სერია A-ში, პრემიერლიგაში, ბუნდესლიგასა და ლა ლიგაში.
* ტოპ-ლიგებიდან ერთბაშად 4-ში გაუტანიათ აგრეთვე ფლორინ რადუჩოიუს, იონ დალ ტომასონს, პიერ ვომესა და ობაფემი მარტინსს.
* "ლეგანესი" ლა ლიგის მე-5 გუნდია, რომელმაც ელიტაში პირველივე საგარეო თამაში მოიგო ("ალმერია", "ალკოიანო", "ბარსელონა", "ატლეტიკო").
* ვიქტორ დიასი "ლეგანესის" ისტორიაში ლა ლიგის პირველი გოლის ავტორია.
* "სელტას" ლა ლიგაში შინ დაუმარცხებელი 9-მატჩიანი სერია შეუწყდა.
* კევინ გამეირომ მე-10 პენალტი დაარტყა ლა ლიგაში. ფრანგმა სამჯერ ცენტრში დაარტყა, 7-ჯერ მარცხენა კუთხეში.
* ვისამ ბენ იედერს (სევილია) გოლის გასატანად 19 შეხება ეყო თამაშში, რაც ამ ტურში ყველაზე მცირე რაოდენობაა ტოპ-ლიგებში.
* კაზემირომ "რეალ სოსიედადთან" 9 ორთაბრძოლა მოიგო. ბოლოს ასეთი შედეგი "რეალის" ფეხბურთელს (მარსელო) 2007 წელს ჰქონდა.
* "რეალს" ლა ლიგაში 13-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. ორი მოგებაც და ზიდანი "რეალის" 1961 წლის რეკორდს მოხსნის.
* გარეთ ბეილმა "რეალში" თამაშისას უსწრაფესი გოლი გაიტანა - წუთსა და 12 წამში.
* "სევილიამ" მეორედ მოიგო მატჩი, რომელშიც 4 გოლი გაუშვა. პირველი 1941 წელს მოხდა ("რეალთან" - 5:4).
* "სანჩეს პისხუანზე" თამაშში პირველად გავიდა 10 გოლი.
* ლუის სუარესმა საჯარიმო დარტყმით ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა. ეს მისი მხოლოდ მე-2 ცდა იყო.
* ყველაზე მეტი გოლი საჯარიმოს გარედან 2009/10 წლების სეზონიდან მოყოლებული - ლიონელ მესი 40, კრიშტიანო რონალდო - 39.
* "ბარსელონას" ჩემპიონატის გახსნის მატჩში შინ 1939 წლის მერე არ წაუგია (მაშინ "ესპანიოლთან" წააგო).
55-ე სტადიონი
პრემიერლიგა. II ტური* "მიდლსბროს" ორივე გოლი კრისტიან სტუანიმ გაიტანა, ორივე ალვარო ნეგრედოს პასით.
* რაც პრემიერლიგაში დაბრუნდა, სესკ ფაბრეგასს ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს გაკეთებული - 26.
* პრემიერლიგაში ზედიზედ მესამე მატჩში დიეგო კოშტამ 2015 წლის იანვრის მერე პირველად გაიტანა.
* ნოლიტო ხოსე რეიესისა და ხესუს ნავასის მერე მესამე ანდალუსიელი ფეხბურთელია, ვინც პრემიერლიგაში დუბლის შესრულება შეძლო.
* ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბოლო 20 საშინაო მატჩში ჩემპიონატებში (ლიგა 1, პრემიერლიგა) 30 გოლი გაიტანა.
* პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის ავტორი "ტოტენჰემს" ჰყავს - 138, შემდეგ მოდის "ვესტ ჰემი" - 133.
* "ვესტ ჰემის" ახალი არენა 55-ე სტადიონია, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის მატჩს უმასპინძლა.
* პრემიერლიგის ისტორიაში "ლივერპულმა" ყველაზე მაღალი ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლით (80,6) "მოახერხა" წაგება. ბუნებრივია, მას მერე, რაც ამ მაჩვენებლის დათვლა დაიწყეს.
* "ჰალი" - 6 ქულა, "მიდლსბრო" - 4, "ბარნლი" - 3. ეს ელიტაში აღზევებულთა რეკორდია პრემიერლიგის ისტორიაში (ორი ტურის მერე).
ტრეზეგეს შემდეგ
სერია A. I ლიგა* ტურში კარისკენ და კარში ყველაზე მეტჯერ "რომამ" დაარტყა - 25 და 9 შესაბამისად.
* ჯანლუიჯი დონარუმამ ჩემპიონატში 31-ე (!) თამაში 17 წლის ასაკში ითამაშა.
* გონსალო იგუაინმა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში "ნაპოლის" მაისურით 35 მატჩში 36 გოლი გაიტანა, "იუვენტუსის" რიგებში ბურთთან მესამე შეხებაზევე გაიტანა.
* ანდრეა ბელოტიმ (ტორინო) 2016 წელს 6 პენალტი გამოიმუშავა, რაც ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.
* მოქმედ იტალიელ ფეხბურთელებში იტალიის ჩემპიონატში (2013/14 წლების სეზონიდან) ყველაზე მეტი გოლი დომენიკო ბერარდის აქვს გატანილი - 39.
* "იუვენტუსს" კარისკენ 4-ჯერ დაურტყეს. ეს ყველაზე მცირე მაჩვენებელია ტურში.
* ჟოფრეი კონდოგბიამ (ინტერი) ტურში ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი განახორციელა - 9. სხვათა შორის, ეს მან 9 ცდიდან მოახერხა.
* ტურში ყველაზე ზუსტ პასებს კევინ სტროოტმანი ანაწილებდა - 71-დან 70 (99%).
* ტურში ყველაზე ხშირად კარისკენ მატია პოლიტანო ურტყამდა - 7.
* მატია დესტრომ "კროტონეს" კარში თავისი 50-ე გოლი გაიტანა იტალიის ჩემპიონატში.
* ჯანლუიჯი დონარუმამ სერია A-ში კარიერაში პირველი პენალტი მოიგერია. ეს მე-5 ცდაზე მოხდა.
* კარლოს ბაკამ პირველ ტურში შეძლო ჰეთ-თრიკის შესრულება. ბოლოს იტალიაში ასეთი რამ დავიდ ტრეზეგემ შეძლო (2007 წელს "ლივორნოს" კარში).
* კარლოს ბაკას იტალიის ჩემპიონატში 20 გოლის გასატანად 39 ზუსტი დარტყმა ეყო.
* ტურში ყველაზე მეტჯერ ბურთს "იუვენტუსის" დებიუტანტი დანი ალვეში შეეხო - 102-ჯერ.
* "რომა"-"უდინეზეს" მატჩში ედინ ჯეკომ შეძლო მეტოქის საჯარიმოში ბურთის 10-ჯერ მიღება.
* დიეგო ფალსინელის საგოლე პასის გასაკეთებლად მოედანზე 30-წამიანი ყოფნა ეყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"