"ვესტ ჰემ იუნაიტედმა" "იუვენტუსიდან" სიმონე ძაძა შეიძინა. შეთანხმების დეტალები ასეთია - ძაძა ერთ სეზონს იჯარის წესით ითამაშებს ლონდონში, სეზონის ბოლოს კი "ვესტ ჰემს" მისი გამოსყიდვა 28 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება. 25 წლის ფორვარდმა "იუვენტუსში" 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
"ტოტენჰემის" 27 წლის ნახევარმცველი ნასერ შადლი იჯარით "ვესტ ბრომვიჩში" გადადის. გასულ სეზონში ბელგიელმა ლონდონურ კლუბში 29 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
არსენ ვენგერმა დაადასტურა, რომ "დეპორტივოს" ფორვარდი ლუკას პერესი და "ვალენსიას" მცველი შკოდრან
"ჩელსისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი მარიო პაშალიჩი იტალიაში გადავიდა - ის ამ სეზონს იჯარით "მილანში" გაატარებს. ტრანსფერი უკვე დაადასტურა "მილანმა". იტალიელებმა იჯარაში მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ მათ პაშალიჩის გამოსყიდვის უფლება არ აქვთ.
"ვალენსიას" თავკაცმა პაკო აიესტარანმა დაადასტურა, რომ პაკო ალკასერი, დიდი ალბათობით, "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება. ამასობაში, ესპანური მედია წერს, რომ "ვალენსია", თავის მხრივ, "ბარსელონას" ფორვარდ მუნირ ელ ჰადადის ელაპარაკება.
დადასტურდა, რომ "ფიორენტინას" ფორვარდი ჯუზეპე როსი "სელტაში" იჯარის წესით ითამაშებს. "ბარსელონამ" ბრაზილიელი მცველი დუგლასი იჯარით ხიხონის "სპორტინგში" გაუშვა. "ბარსამ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დააბინავა - ნახევარმცველი სერხი სამპერი იჯარით "გრანადაში" ითამაშებს.
ლისაბონის "სპორტინგმა" ევროპის ჩემპიონი ჟოაო მარიო მილანის "ინტერში" გაყიდა. 23 წლის ფეხბურთელში "ინტერი" 40 მილიონ ევროს გადაიხდის და თუ პორტუგალიელი თავს გამოიჩენს, "სპორტინგი" ბონუსებად კიდევ 5 მილიონს მიიღებს. "ინტერში" ის 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ლისაბონის "სპორტინგში" "ვოლფსბურგის" ჰოლანდიელი ფორვარდი ბას დოსტი გადავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"