ამხანაგური მატჩები: კარგი ესპანეთი მოგებით და კარგი იტალია წაგებით [VIDEO]

AutoSharing Option
ბრიუსელში ორი მწვრთნელის დებიუტი იყო - ხულიენ ლოპეტეგის ესპანეთმა მისი მეგობარისა და თანამემამულე რობერტო მარტინესის ბელგიას დავიდ სილვას დუბლით მოუგო - 2:0.

სილვამ ჯერ 34-ე წუთზე დააწინაურა "ლა როხა", შემდეგ 62-ე წუთზე პენალტი შეასრულა კურტუას კარში. ამ თამაშში ესპანეთმა აშკარად აჯობა გუნდს, რომელიც კონტინენტზე ერთ-ერთ უძლიერესად ითვლება და ეს მისსავე კედლებში მოახერხა.

სტუმრები აშკარად საკუთარ ძალებში თავდაჯერებულები გავიდნენ მოედანზე, მალევე გამოასწორეს შეცდომები დაცვაში და შემდეგ ლამის ერთი თავით სჯობდნენ მასპინძლებს.

განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რა თქმა უნდა, დუბლის ავტორ სილვას, რომელიც საუკეთესო
იყო მოედანზე, ენთუზიაზმით აღსავსე იყო ვიტოლო, რომელიც ნაკრებში დამკვიდრებას ცდილობს. კარგად წარმოაჩინეს თავი აგრეთვე დანი კარვახალმა, ტიაგო ალკანტარამ და შეცვლაზე შესულმა დიეგო კოშტამ.

სხვათა შორის, ლოპეტეგის დიდად არ შეუცვლია შემადგენლობა, ევრო 2016-ზე იტალიასთან მარცხის 11-ეულიდან ბრიუსელში მოედანზე 7 იყო. თან, ერთი ცვლილება იძულებითი ხასიათისაა - ანდრეს ინიესტამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

პირველ ტაიმში ალვარო მორატა მოედანზე დაეცა და შეცვლა ითხოვა, მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სავარაუდოდ, "რეალის" ვარსკვლავის ტრავმა სერიოზული არ არის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
მარცხიანი გამოდგა ჯამპიერო ვენტურას დებიუტი "სკუადრა" აძურაში", იტალიის ნაკრები შინ 1:3 დამარცხდა საფრანგეთთან. სტუმრები ანტონი მარსიალმა კი დააწინაურა, მაგრამ ოთხ წუთში გრაციანო პელემ გაათანაბრა. დიდიე დეშამის შეგირდები მალევე გავიდნენ წინ, ეს ოლივიე ჟირუმ მოახერხა.

მეორე ტაიმში საბოლოო ანგარიში ლეივინ კურზავამ დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრების კარში პირველ ტაიმში ჯანლუიჯი ბუფონი იდგა, მეორეში კი - ჯანლუიჯი დონარუმა.

ვენტურა იხტიბარს არ იტეხდა, ნაკრების თამაშიდან მხოლოდ შედეგი არ მომეწონა, თორემ დიდებულად ვითამაშეთო. დებიუტანტმა დონარუმამ კი თქვა, ბუფონმა მირჩია, თამაშისგან სიამოვნება მიმეღოო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
პორტუგალიის ნაკრებმა ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა გიბრალტარს, აღვნიშნავთ ნანის დუბლს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხოლო მიხაელ სკიბეს საბერძნეთმა ჰოლანდია სტუმრად სენსაციურად დაამარცხა - 2:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბელგია-ესპანეთი 0:2
გოლები: 0:1 სილვა (34), 0:2 სილვა (62-პენ)
ბელგია (4-2-3-1): კურტუა - მონიე, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ჯ. ლუკაკუ - ნაინგოლანი (46. მ. დემბელე), ვიტსელი - ფერეირა-კარასკო (77. მირალასი), დე ბრუინი (87. დეფური), აზარი - ორიგი (67. რ. ლუკაკუ)
ესპანეთი (4-1-4-1): დე ხეა - კარვახალი (85. ს. რობერტო), პიკე (59. ბარტრა), ს. რამოსი, ალბა (59. ასპილიკუეტა) - ბუსკეტსი - ვიტოლო (75. ს. ნიგესი), ტ. ალკანტარა, კოკე, სილვა - მორატა (27. დ. კოშტა)

ჰოლანდია-საბერძნეთი 1:2
გოლები: 1:0 ჟ. ვეინალდუმი (14), 1:1 მიტროღლუ (29), 1:2 იანიოტასი (74)

პორტუგალია-გიბრალტარი 5:0
გოლები: 1:0 ნანი (27), 2:0 ნანი (55), 3:0 კანსელო (73), 4:0 ბ. სილვა (76), 5:0 პეპე (79)

იტალია-საფრანგეთი 1:3
გოლები: 0:1 მარსიალი (17), 1:1 პელე (21), 1:2 ჟირუ (28), 1:3 კურზავა (81)
იტალია (3-5-2): ბუფონი (46. დონარუმა) - ბარძალი (46. მონტალივო), ასტორი, კიელინი - კანდრევა, პაროლო, დე როსი (46. რუგანი), ბონავენტურა (66. ვერატი), დე შილიო (58. ფლორენცი) - პელე, ედერი (75. ბელოტი)
საფრანგეთი (4-3-3): მანდანდა - სიდიბე, ვარანი, კოსიელნი (83. უმტიტი), კურზავა (92. დინი) - პოგბა, კანტე, მატუიდი (63. მ. სისოკო) - გრიზმანი (63. უ. დემბელე), ჟირუ (46. ჟინიაკი), მარსიალი (46. პაიე)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული