მაშინ გაეცანით ევროუქმეების ყველაზე საინტერესო ფაქტებს ჩვენთან ერთად...
პრემიერლიგა. IV ტური: კეინის გოლების ანატომია
* დიეგო კოშტამ "სუონსის" უკვე 6 გოლი გაუტანა. ინგლისში ყველაზე მეტად ესპანელი ამ გუნდს ერჩის. * ჟოზე მოურინიომ ხოსეპ გვარდიოლასთან ბოლო ათი დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი მოიგო - 4 ფრე და 5
* ხოსეპ გვარდიოლა მხოლოდ მეოთხე მწვრთნელია, ვინც თავის პირველ ოთხ მატჩში იმარჯვა (სხვები მოურინიო, გუს ჰიდინკი და კარლო ანჩელოტი) პრემიერლიგაში.
* "სუონსიმ" "ჩელსის" ორი გოლი 2 წუთსა და 10 წამში გაუტანა.
* 26 გოლით გილფი სიგურდსონი "სუონსის" ყველა დროის ბომბარდირი გახდა პრემიერლიგაში.
* 2016 წელს პრემიერლიგაში ყველაზე მეტი გოლი - 54 - "ლივერპულს" აქვს გატანილი.
* ჯეიმი ვარდი მხოლოდ ერთხელ შეეხო ბურთს "ლივერპულის" საჯარიმოში, თუმცა ამ შეხებით მან გოლის გატანა შეძლო.
* "ლივერპულმა" მე-19-ედ მოუგო პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონს. ამ მაჩვენებლით, "ლივერპული" ლიდერია.
* ბოლო 7 ტურში (3 გასულ სეზონში, 4 ახალში) ჯეიმი ვარდიმ 6 გოლი გაიტანა.
* ბოლო 7 გოლი სანტი კასორლამ პრემიერლიგაში პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.
* ჰარი კეინი გახდა "ტოტენჰემის" მე-4 ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგაში 50 გოლის გატანა მოახერხა (შერინგემი, დეფო, კინი).
* კორეელმა ჰეუნ-მინ სონმა პრემიერლიგაში პირველი კორეული დუბლი შეასრულა.
* რაც "უოტფორდი" პრემიერლიგაში დაბრუნდა, ოდიონ იგალომ და ტროი დინიმ ამ გუნდის გოლების ორი მესამედი გაიტანეს - 30 45-დან.
* შეი გივენმა პრემიერლიგაში მე-600 გოლი გაუშვა. მეტი გაშვებული მხოლოდ იასკელაინენს (613), შვარცერსა (653) და ჯეიმსს (665) აქვთ.
* ლორან კოსიელნიმ გოლი თავის დაბადების დღეზე გაიტანა. ფრანგი მცველი "არსენალის" მეხუთე ფეხბურთელია, ვინც ეს პრემიერლიგაში მოახერხა.
* კრისტიან ბენტეკე გახდა პირველი ბელგიელი ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგაში სამი სხვადასხვა კლუბის მაისურით გაიტანა.
* გასულ და ახლანდელ სეზონებში ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს მესუთ იოზილს (19), მეორეზე კი დიმიტრი პაიეა (13).
* ალვარო ნეგრედო უშუალოდ მონაწილეობდა "მიდლსბროს" ყველა გოლში ამ სეზონში.
* 2010/11 წლების (ნიუკასლი) სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ გუნდმა პირველ ოთხ ტურში ერთნაირი შემადგენლობა დააყენა - ეს "ჰალ სიტიმ" შეძლო.
* კლაუდიო ბრავო და ლეროი სანე გახდნენ მე-9 და მე-10 ფეხბურთელი, რომლებსაც პრემიერლიგაში დებიუტი მანჩესტერულ დერბიში მოუწიათ (ერთ-ერთი იყო მიხეილ ყაველაშვილი).
* ზლატან იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ მესამეა, ვინც პირველ 4 ტურში 4 გოლის გატანა მოახერხა პრემიერლიგაში (საჰა, ვან პერსი).
* კელეჩი იჰეანაჩოს პრემიერლიგაში 9 გოლის გასატანად სულ რაღაც 13 დარტყმა ეყო.
* "მანჩესტერ სიტის" მაისურით კევინ დე ბრუინმა უკვე 32 გოლში მიიღო მონაწილეობა - 17 გოლი+15 პასი.
* "სიტიმ" (ყველა შეჯიბრში) 50-ე მანჩესტერული დერბი მოიგო.
ლა ლიგა. III ტური: იბაი - გრანდების რისხვა
* ბილბაოს "ატლეტიკმა" ლა ლიგაში "დეპორტივოს" მისსავე "რიასორზე" 2006 წლის მერე პირველად მოუგო. * რაულ გარსიამ გასული სეზონის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში (ყველა შეჯიბრში) ნახევარმცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 12.
* 2016/17 წლების სეზონში "გრანადამ" უკვე 8 გოლი გაუშვა. ასეთი ცუდი სტარტი ანდალუსიურ კლუბს ბოლოს 1959 წელს ჰქონდა.
* "ეიბარმა" პირველად მოიგო ლა ლიგაში მატჩი, როცა ფეხბურთელი გაუძევეს.
* ზედიზედ 6 ტურია (სამი გასულ სეზონში, სამი ახლა), რაც "ვალენსია" აგებს. ეს ამ გუნდის ისტორიაში უცუდესი შედეგია.
* 2016 წელს ლა ლიგაში რუბენ კასტრომ 14 გოლი გაიტანა, რაც ესპანელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
* 7 ქულა სამ ტურში - ეს ხიხონის "სპორტინგის" საუკეთესო სტარტია 1980/81 წლების სეზონის შემდეგ.
* 173 თამაშია, ხავიერ მასკერანოს ლა ლიგაში გოლი არ გაუტანია. ამით მან "ბარსელონაში" მიხაელ რაიციგერის ანტირეკორდი გაიმეორა.
* "ალავესმა" "კამპ ნოუზე" მეორედ მოიგო ისტორიაში. პირველად ეს 2000 წელს მოხდა.
* 2016 წელს ლა ლიგაში მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა შეძლო გოლის გატანა, როგორც "ბარსელონასთვის", ისე "რეალისთვის" - ვილიან ჟოზეს ამ ტურში დეივერსონი შეემატა.
* იასპერ სილესენმა "ბარსელონაში" პირველი გოლი მეორე დარტყმის შემდეგვე გაუშვა.
* როკე მესამ 2016 წელს ლა ლიგაში 191-ჯერ მოიგერია ბურთი, რაც ნახევარმცველებს შორის საუკეთესო შედეგია.
* "ლას პალმასის" გოლის ავტორმა ტანასუმ 20-დან 20-ვე ზუსტი პასი შეასრულა.
* "რეალმა" მოგებათა სერიის (15) საკუთარი რეკორდი (1961) გაიმეორა.
* ამ საუკუნეში პირველად მოხდა, რომ "რეალის" სამმა მცველმა გაიტანა ერთ თამაშში.
* ტონი კროოსმა სტანდარტული მდგომარეობებიდან თანაგუნდელებს 7-ჯერ გაატანინა (გასულ და ამ სეზონებში), ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
* 28 გოლი აქვს თავით გატანილი სერხიო რამოსს. ეს მაჩვენებელი თანამედროვე მცველებს შორის (ტოპ-5 ლიგაში) საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილზე 27 გოლით ჯონ ტერია.
* გასულ და ამ სეზონებში დანილომ მონაწილეობა მიიღო 8 გოლში (3 გოლი+5 პასი), რაც მცველებს შორის საუკეთესო შედეგია. არადა, დანილო ხშირად არ თამაშობს.
* გარეთ ბეილმა კრიშტიანო რონალდოს 23-ედ გაატანინა (ყველა შეჯიბრში). ამ მაჩვენებლით, უელსელი მხოლოდ მესუთ იოზილსა (27) და ქარიმ ბენზემას (34) ჩამორჩება.
* 2009/10 წლების სეზონიდან მოყოლებული, რონალდომ ლა ლიგაში 261 გოლი გაიტანა, ლეო მესიმ კი - 260. რა რბოლაა!
* კაზემირომ მოიგო 16 ორთაბრძოლა, რაც 7-ით მეტია, ვიდრე უახლოესი მდევრის ამ სეზონში.
* "რეალის" მაისურით უკვე 9 ფეხბურთელმა გაიტანა სეზონში, ყველაზე მეტი ლა ლიგაში.
* "სანტიაგო ბერნაბეუსა" და "კამპ ნოუზე" ბოლო 6 მატჩში იბაი გომესმა 4 გოლი გაიტანა. ექსბილბაოელს გრანდების გამწარება უყვარს.
* ლუის სუარესმა "ბარსელონაში" 100 მატჩი ჩაატარა და 88 გოლი გაიტანა.
ბუნდესლიგა. II ტური: ახალი ვარსკვლავი - პოჰიანპალო
* იოელ პოჰიანპალომ (ლევერკუზენი) ამ სეზონში 4 გოლი 4 დარტყმაში გაიტანა, საამისოდ კი 30 წუთი დასჭირდა.* "ვოლფსბურგის" დიტერ ჰეკინგს ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული - 327 ამჟამინდელ მწვრთნელებს შორის.
* ტურში 11 გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. ეს ბუნდესლიგის ახალი რეკორდია.
* ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად, "ჰოფენჰაიმმა" არ წააგო მაშინ, როცა 3-ბურთიანი სხვაობით აგებდა.
* რაც თომას ტუხელი უდგას სათავეში "დორტმუნდს", პირველად მოხდა, რომ გუნდმა კარში ზუსტად 2-ჯერ მაინც ვერ დაარტყა.
* გაგიკვირდებათ, მაგრამ მიმდინარე ბუნდესლიგაში ორთაბრძოლების მოგების პროცენტით (78%) მეორე ადგილზე ტანმორჩილი მარიო გიოტცეა.
* "დორტმუნდის" კაპიტანი მარსელ შმელცერი თამაშების რაოდენობით შტეფან შაპუიზას გაუთანაბრდა - 284 მატჩი "დორტმუნდში".
* "კიოლნი" 7 ტურია, სტუმრად არ მარცხდება.
სერია A. III ტური: დანავსული მეკარეები
* ფრანჩესკო ტოტის ბოლო 23 სეზონია, მინიმუმ ერთი გოლი მაინც გააქვს. * ფრანჩესკო ტოტიმ ჩემპიონატის ბოლო 7 მატჩში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, 5 გოლი გაიტანა.
* ჯო ჰარტმა თავის სადებიუტო მატჩში "ტორინოში" იმდენივე უხეში შეცდომა დაუშვა, რამდენიც 2015/16 წლების მთელ სეზონში პრემიერლიგაში. მოკლედ, მეკარეებს დებიუტი არსად გამოუვიდათ (ბრავო, სილესენი, ჰარტი).
* ჯო ჰარტი გახდა იტალიის ჩემპიონატის პირველი ინგლისელი გოლკიპერი 1929/30 წლების სეზონის შემდეგ.
* ადამ ნადიმ (ბოლონია) "კალიარის" წინააღმდეგ მატჩში 9 პასი ჩაჭრა - ტურის საუკეთესო შედეგი.
* 2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული, იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი გონსალო იგუაინმა გაიტანა - 57, შემდეგ მოდის მაურო იკარდი (ინტერი) - 40 გოლი.
* "პესკარამ" "ინტერთან" 8-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.
* ედინ ჯეკომ (რომა) ჩემპიონატის თითოეულ ტურში ერთ გოლში მაინც მიიღო მონაწილეობა. იგივე მიღწევით დაიკვეხნის "რომას" მეტოქე "სამპდორიას" შემტევი ლუის მურიელი.
ლიგა 1. IV ტური: ბალოტელის სუპერდებიუტი
* მარიო ბალოტელიმ მისთვის სადებიუტო მატჩში "ნიცას" მაისურით 2 გოლი გაიტანა - ზუსტად იმდენი, რაც მან ბოლო ორ სეზონში მოახერხა, პრემიერლიგასა და სერია A-ში.* მარიო ბალოტელი გახდა პირველი იტალიელი, ვინც "ნიცას" მაისური მოირგო მარკო სიმეონეს (2003/04) შემდეგ.
* ბალოტელის პირველი გოლის გასატანად 7 წუთი და ერთი დარტყმა ეყო.
* ისე მოხდა, რომ ბაფეტიმბი გომისმა (მარსელი) ტურის უკანასკნელ მატჩში (ქრონოლოგიურად) ერთი წლის პაუზის მერე პირველად გაიტანა გოლი.
* ფლორიან ტოვენმა (მარსელი) ამ სეზონში ორი გოლი გაიტანა, ზუსტად იმდენი, რამდენიც გასულ სეზონში მთლიანად.
* როლან კურბისმა "რენის" თავკაცად სულ 17 ტური გაძლო, ბოლო ტურის შემდეგ ის გუნდის მწვრთნელი აღარ არის.
* "ლორიანმა" ელიტაში პირველად წააგო საწყისი 4 ტურის მატჩები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"