პრემიერლიგა: დაუმარცხებელი მილნერი
* 9 ყვითელი ბარათი ერთ თამაშში ("ევერტონი"-"კრისტალ პალასი") ამ სეზონის რეკორდია.* რომელუ ლუკაკუმ (ევერტონი) პრემიერლიგაში 65-ე გოლი გაიტანა, მაგრამ მან ეს პირველად მოახერხა საჯარიმო დარტყმით.
* კრისტიან ბენტეკეს ("კრისტალ პალასი") პრემიერლიგური გოლების 35% (54-დან 19) თავით აქვს გატანილი.
* "მანჩესტერ სიტი" ბოლო გუნდია, რომელმაც ტოპ-5 ჩემპიონატებში ქულები დაკარგა.
* ფრანჩესკო გვიდოლინი
* ბობ ბრედლი პირველი ამერიკელია, ვისაც პრემიერლიგის გუნდი ჩააბარეს.
* "სიტის" პირველი მარცხი ამ სეზონში ამ კლუბისთვის 250-ეა პრემიერლიგაში.
* საწყის 7 ტურში 8 ქულა, რომელიც "ლესტერმა" დააგროვა, პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონისთვის მეორე ცუდი შედეგია (2015/16 წლების "ჩელსისთან" ერთად).
* ხოსეპ გვარდიოლამ ჩემპიონატის მატჩში სტუმრად 2015 წლის დეკემბრის მერე პირველად წააგო.
* "ბარნლი" შინ დიდებულად თამაშობს - ბოლო 17 საშინაო მატჩში ამ გუნდმა მხოლოდ 5 გოლი გაუშვა. ამ პერიოდში მას შინ გოლზე მეტი არ გაუშვია.
* დელე ალის ბოლო ორი პრემიერლიგური გოლები "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" კარში აქვს გატანილი.
* ჟოზე მოურინიო სტარტზე ლუი ვან გაალის "მანჩესტერს" სამი ქულით ჩამორჩება.
* ანტონი მარსიალმა პირველი გოლი გაიტანა შეცვლაზე მას მერე, რაც პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა "ლივერპულის" წინააღმდეგ.
* "მანჩესტერმა" "სტოკს" ჩემპიონატის ბოლო 13 საშინაო მატჩი მოუგო ზედიზედ.
* 7 მატჩში 4 ქულა "ვესტ ჰემ იუნაიტედის" საკლუბო ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტია.
* ჯოშ კინგმა მოედანზე გამოსვლიდან 44 წამში გაიტანა. ეს წლევანდელ სეზონში ყველაზე სწრაფი გოლია შეცვლაზე შესული ფეხბურთელის მიერ გატანილებს შორის.
* ჯეიმს მილნერმა ("ლივერპული") 44 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში და ჯერ არ მომხდარა, რომ იმ თამაშში, რომელშიც მას გოლი გააქვს, მის გუნდს წაეგოს.
ლა ლიგა: კრიშტიანოს ანტირეკორდი
* "ბეტისმა" ბასკურ კლუბებთან ბოლო 13 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო.* კარლოს ველამ "რეალ სოსიედადის" მაისურით ლა ლიგაში 58-ე გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში მე-9 ბომბარდირს, ნიჰათ კაჰვეჩის გაუთანაბრდა.
* კრიშტიანო რონალდოს ოთხ თამაშში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი. რაც "რეალშია", პორტუგალიელს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ასეთი ცუდი სტარტი - 2010/11 წლების სეზონში.
* პირველ 7 ტურში 13 ქულა - ასეთი ცუდი სტარტი "ბარსელონას" ბოლო 11 წელიწადია, არ ჰქონია. 2005/06 წლების სეზონში "ბარსას" ამ ეტაპისთვის მხოლოდ 10 ქულა ჰქონდა, მაგრამ იმ სეზონში ქვეყნის ჩემპიონი მაინც გახდა.
* ანდრეს ინიესტამ მე-600 მატჩი ითამაშა "ბარსელონას" შემადგენლობაში. ის შეცვლაზე შევიდა და საგოლე პასი ჩაიწერა.
* მხოლოდ ლიონელ მესისა და სერხიო გარსიას გაუტანიათ დიეგო ალვეშის კარში ერთ პენალტზე მეტი ისე, რომ მეკარეს მათთვის პენალტი არ აუღია.
* ჩეზარე პრანდელი ლა ლიგის ისტორიაში მხოლოდ მე-8 იტალიელი მწვრთნელი იქნება. ყველაზე მეტი ხანი ესპანეთში იტალიელთაგან კლაუდიო რანიერიმ გაძლო - 4 სეზონი.
* ლუის ენრიკეს "ბარსა" ყველაზე ხშირად (ყველა შეჯიბრებაში) "სელტასთან" მარცხდება.
* ჟერარდ პიკემ "ბარსელონას" რიგებში პირველი დუბლი მიითვალა.
* ჟერარდ პიკემ, 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული, 14 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი ლა ლიგის მცველებს შორის.
* მას მერე, რაც "ბარსელონაში" გადავიდა, ჟერემი მატიომ ყველაზე მეტი ავტოგოლი (3) გაიტანა.
* ედუარდო ბერიცო ერთადერთი მენეჯერია, რომელმაც ლა ლიგაში ლუის ენრიკეს ორჯერ მოუგო (როგორც "ბარსას" თავკაცს).
* მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ლა ლიგის ერთ მატჩში მეორედ გაუშვა 4 გოლი. პირველად ეს შარშანდელ სეზონში მოხდა... ვიგოს "სელტას" წინააღმდეგ.
* დუდა ("მალაგა") ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულია, ვინც ერთ მატჩში გოლი გატანაც შეძლო და საგოლე პასის გაკეთებაც - 36 წლისა და 97 დღის.
* არიც ადურისმა ("ბილბაო") ბოლო 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
ბუნდესლიგა: წინ მხოლოდ რიბერია
* "ლაიპციგი" ბუნდესლიგის პირველი დებიუტანტია, რომელმაც საწყის 6 ტურში არ წააგო (3 მოგება, 3 ფრე). * დონ-ვონ ჟიმ ("აუგსბურგი") ბუნდესლიგაში 979-დღიანი პაუზის მერე გაიტანა.
* გელზენკირხენის "შალკემ" ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე ბოლომ მოიპოვა პირველი ქულები. ამიერიდან, არც ერთ ჩემპიონატში აღარ არის გუნდი ნული ქულით.
* კლაუდიო პისარო (ვერდერი) 38 წლის გახდა. მას 411 მატჩში 190 გოლი აქვს გატანილი.
* "შალკემ" სამი გოლი 7 წუთის განმავლობაში გაიტანა.
* "გლადბახის" იანიკ ვესტერგაარდი "შალკესთან" მატჩის პირველ ტაიმში 102-ჯერ შეეხო ბურთს. მეორე შედეგი 70 შეხებაა.
* ადმირ მეჰმედიმ ("ლევერკუზენი") ბუნდესლიგაში 1130-წუთიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.
* "ლევერკუზენი" და "დორტმუნდი" ბუნდესლიგაში ერთმანეთს 75-ჯერ ეთამაშნენ, მოგებები გათანაბრდა - 27:27.
* ამ სეზონში "ბაიერნმა" და "ლევერკუზენმა" 6-6-ჯერ გაარტყეს ბურთი ძელს.
* სერჟ გნაბრიმ ("ვერდერი") ბუნდესლიგის 5 მატჩში 3 გოლში მიიღო მონაწილეობა.
* ანტონი მოდესტემ ("კიოლნი") ბუნდესლიგაში 39-ე გოლი გაიტანა. ფრანგ ფეხბურთელებში მეტი მხოლოდ ფრანკ რიბერის (71) აქვს გატანილი.
სერია A: ყოჩაღი "მილანი"
* ედინ ჯეკოს ("რომა") ამ სეზონში ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი დარტყმა დაუგროვდა - 40. * ამ სეზონში ტოპ-5 ლიგაში ტურინის "იუვენტუსზე" (51) მეტჯერ მეტოქეთა კარში ზუსტად მხოლოდ მადრიდის "რეალმა" დაარტყა - 56.
* მაურო იკარდიმ ("ინტერი") ერთხელაც ვერ მოახერხა კარში ზუსტად დარტყმა. ასეთი რამ იტალიის ჩემპიონატში მას მხოლოდ მეორედ დაემართა.
* ბოლოს ორგოლიანი (და მეტი) ჩამორჩენის მერე "მილანმა" 2011 წელს მოიგო, როცა "ლეჩესთან" 0:3 აგებდა და 4:3 მოიგო.
* სეზონის სტარტზე "კროტონეს" მხოლოდ ერთი ქულა აქვს, 1995/96 წლების შემდეგ ყველაზე ცოტა აუტსაიდერებს შორის, მაშინ "პადოვამ" "გამოიჩინა" თავი.
* "იუვენტუსმა" "ემპოლის" კარისკენ 26-ჯერ დაარტყა. ეს სეზონის რეკორდია. ჩემპიონატის რეკორდიც (მას მერე, რაც ასეთ სტატისტიკას ითვლიან) "იუვეს" ეკუთვნის - 28 დარტყმა "კალიარის" წინააღმდეგ.
ლიგა 1: ძველი დრო გაიხსენა
* 20 წლის ადამა დიაქაბიმ ("რენი") ამ სეზონში 2 გოლი 2 დარტყმით გაიტანა და მოედანზე ჯამში სულ 98 წუთი გაატარა. * "ლიონმა" "სენტ ეტიენის" 6-ტურიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
* მარიო ბალოტელიმ 2014 წლის შემდეგ პირველად შეძლო გადაბმით სამ ტურში გოლის გატანა. მაშინ სუპერმარიო "მილანში" თამაშობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"