ევრო TOP 5: "დორტმუნდი" ქულებს კარგავს, "ნიცა" იგებს [VIDEO]

AutoSharing Option
14 ოქტომბერს ევროპის ქვეყნების TOP 5-ის ჩემპიონატების რამდენიმე მატჩი გაიმართა.

გერმანიის მე-7 ტურში დორტმუნდის "ბორუსიამ" "ჰერტას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. თავდაპირველად გოლი სტუმრებმა გაიტანეს. 51-ე წუთზე საკუთარი გუნდი ვალენტინ სტოკერმა დააწინაურა. ობამეიანგმა კი ანგარიში მე-80 წუთზე გაათანბრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლა ლიგის მე-8 ტურში "ლას პალმასმა" "ესპანიოლს" უმასპინძლა. შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.

ლიგა 1-ის მე-9 ტურში კი ორი შეხვედრა გაიმართა. "ტულუზმა" "მონაკოს" 3:1 სძლია. მასპინძელთა მხრიდან ოსკა ტრეხო და მარტინ ბრეიტვეიტი გამოირჩნენ, ამ უკანასკნელმა დუბლი გაიფორმა, ხოლო "მონაკოს" მხრიდან
გოლი ვალერე გერმანმა გაიტანა.

რაც შეეხება მეორე მატჩს, "ნიცამ" "ლიონი" 2:0 დაამარცხა. მე-5 წუთზე პოლ ბეისიმ შეაგდო, ხოლო 76 ჯინ მაიკლ სერიმ გაიტანა. გოლის გატანის შანსი ჰქონდა მარიო ბალოტელის, თუმცა მან პნელატი ვერ გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ "ნიცა" სატურნირო ცრილში 23 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოესს მდევარ "მონაკოს" 4 ქულით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული