ფაქტია, ახალ ჩემპიონთა ლიგაში სწორედ გრანდების ინტერესები იქნება წინა პლანზე და, ვთქვათ, ჰოლანდიური, ბელგიური, შოტლანდიური, პორტუგალიური და სხვა ქვეყნების კლუბები ახალი რეალობის წინაშე დადგებიან - მდიდრებს აღარ სურთ, შემოსავალი გაუყონ ღარიბებს.
მათთვის ზედმეტი ტვირთია, ითამაშონ ასტანაში, ბორისოვოში (თბილისში ვერა და ვერ "ჩამოვიტყუეთ")... და თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ლისაბონში, გლაზგოში, ბრიუსელსა და ამსტერდამშიც კი.
ეს მოდის იმ
ევროფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მაშინ მოქნილობა გამოიჩინა, გაითვალისწინა გახლეჩვის საფრთხე და დაიწყო ჩემპიონთა ლიგის მოდერნიზება-გაფართოება.
მაგრამ დღეს მდიდრებს ესეც აღარ აკმაყოფილებთ და ECA-ს (ევროპული კლუბების ასოციაცია) ბოლო კონგრესზე დამტკიცდა კიდეც მორიგი რეფორმის პროექტი, რომელიც მთლიანად გრანდების ინტერესებზეა მორგებული.
ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ დაბალი რანგის ევროპული კლუბების მესვეურთა თავებში დაიბადა ალტერნატიული ლიგის შექმნის იდეა. ამ ჯგუფის ლიდერად გვევლინება დანიური "კოპენჰაგენი", რომლის სპორტული დირექტორი ანდერს ჰორსჰოლტი უკვე მართავს მოლაპარაკებებს შოტლანდიურ, ჰოლანდიურ, ბელგიურ, ნორვეგიულ და შვედურ კლუბებთან. მოფიქრებულია ახალი გაერთიანების სახელწოდებაც - "ატლანტიკის ლიგა".
ერთი სიტყვით, იდეა დაიქოქა და ვნახოთ, სადამდე მივა და სად იქნება ქართული კლუბების ადგილი ევროპაში...
მაგრამ არის ერთი მთავარი საკითხი - სასპონსორო ფული. "ბარსელონა", "რეალი", "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი" - ეს ის ბრენდებია, რომელთაც მოაქვთ სწორედ ეს ფული, მაგრამ როგორი ინტერესი ექნებათ მდიდარ კომპანიებსა და ტელევიზიებს "სელტიკის", "ბენფიკას", "ანდერლეხტის", "აიაქსისა" და კიდევ უფრო დაბალი ცნობადობის კლუბების მიმართ, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"