პრემიერლიგა: ჟოზე? პეპიც!
* თეო უოლკოტმა (არსენალი) ამ სეზონში ყველაზე მეტჯერ დაარტყა მეტოქეთა კარისკენ ზუსტად - 17. * პრემიერლიგის პირველ 9 ტურში ამაზე ცოტა ქულა "მანჩესტერს" მხოლოდ 2014/15 წლების სეზონში ჰქონდა - 13 (ახლა 14 აქვს).
* 0:4 - პრემიერლიგაში ჟოზე მოურინიო ამაზე დიდი ანგარიშით არასოდეს დამარცხებულა. კარიერაში ყველაზე დიდი მარცხი კი მას ესპანეთში შეემთხვა, "ბარსელონას" წინააღმდეგ -
* პრემიერლიგაში მოურინიოს გუნდებმა 4 და მეტი გოლი სულ მეორედ გაუშვეს. პირველი შემთხვევა 2015 წელს მოხდა, როცა მისი "ჩელსი" "ტოტენჰემთან" 3:5 დამარცხდა.
* ედენ აზარს ამ სეზონში უკვე 4 გოლი დაუგროვდა, ზუსტად ამდენი გოლი გაიტანა ბელგიელმა გასულ სეზონში მთლიანად.
* "მანჩესტერმა" კუთხურის ჩაწოდების მერე თებერვლიდან მოყოლებული პირველი გოლი გაუშვა.
* პრემიერლიგის ისტორიაში "მანჩესტერმა" სულ 6 გოლი გაუშვა თამაშის პირველ წუთზე.
* პედრომ "მანჩესტერის" კარი 30-ე წამზე დალაშქრა. ეს ამ სეზონის უსწრაფესი გოლია პრემიერლიგაში.
* პარადოქსია, მაგრამ ყველაზე მეტჯერ "ჩელსის" "მანჩესტერთან" მოურინიომ მოაგებინა - 5-ჯერ.
* ხოსეპ გვარდიოლას ვერ მოუგია ბოლო ხუთ შეხვედრაში ყველა ტურნირში. ასეთი რამ პეპს ბოლოს 2009 წელს მოუვიდა.
* კელეჩი იჰეანაჩომ (სიტი) 17-ჯერ დაარტყა კარში და 11-ჯერ გაიტანა პრემიერლიგის მატჩებში.
* იჰეანაჩომ ბოლო 11 მატჩიდან 8-ში გაიტანა პრემიერლიგაში.
* რაც გვარდიოლა "სიტის" მწვრთნელია, პირველად მოხდა, რომ გუნდმა მეტოქის კარში ერთხელაც ვერ დაარტყა ზუსტად პირველ ტაიმში.
* 2016 წელს "საუთჰემპტონმა" პრემიერლიგაში 51 ქულა დააგროვა, ორით მეტი, ვიდრე "სიტიმ".
* ვენსან კომპანიმ (სიტი) აპრილის მერე პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში.
* რაც იურგენ კლოპია (2015 წლის აგვისტოდან) "ლივერპულის" სათავეში, ყველაზე მეტი გოლი სწორედ ამ გუნდმა გაიტანა - 75.
* 2016 წელს პრემიერლიგაში "ლივერპულის" გოლებში ყველაზე დიდი წვლილი რობერტო ფირმინოს მიუძღვის - 12 გოლი და 5 საგოლე პასი.
* გასული და ახალი სეზონების ჯამში დიმიტრი პაიეზე (ვესტ ჰემი) საგოლე პასი მხოლოდ მესუთ იოზილის ანგარიშზეა - 16 19-ის წინააღმდეგ.
* შინჯი ოკაზაკი წამოეწია შინჯი კაგავას და ახლა 6 გოლით მასთან ერთად ყველა დროის იაპონელი ბომბარდირია ინგლისში.
* ჯერდან შაკირი გახდა "სტოკის" პირველი ფეხბურთელი, ვინც ერთ თამაშში ორი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან.
* ჯეკ უილშირმა (ბორნმუთი) 2014 წლის მერე პირველად ითამაშა პრემიერლიგის მატჩი შეუცვლელად.
* საიდო ბერაჰინოს (ვესტ ბრომვიჩი) კრიზისი აშკარაა, პრემიერლიგის ბოლო 28 მატჩში მის ანგარიშზე ერთადერთი გოლია და არც ერთი საგოლე პასი.
* ჟოზე მოურინიომ ბოლო 27 მატჩიდან 13 წააგო. არადა, წინა 13 წაგება მან 135 მატჩში იწვნია. აშკარად ჩანს, რომ მოუს სამწვრთნელო კრიზისი აქვს.
ლა ლიგა: რონალდოც კრიზისში
* ლიონელ მესის ბოლო 8 ზუსტი დარტყმიდან გოლკიპერებმა მხოლოდ ორი მოიგერიეს, 6-ჯერ კი არგენტინელმა გოლი გაიტანა.* "ვალენსიას" კარში ამ სეზონში ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი პენალტი დაინიშნა - 6, მაგრამ აქედან 4 დიეგო ალვეშმა მოიგერია.
* ლიონელ მესი ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც დიეგო ალვეშს (ვალენსია) სამი პენალტი გაუტანა.
* "სელტას" დანიელმა ლეგიონერმა პიონე სისტომ ამ სეზონში (ყველა შეჯიბრში) 17 მატჩი ითამაშა. ეს ესპანეთში საუკეთესო შედეგია.
* თუკი "სევილია" მე-10 ტურში "სპორტინგს" მოუგებს, ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტი იქნება.
* კრიშტიანო რონალდომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიჯრით ოთხ მატჩში ვერ გაიტანა გოლი. ეს მის კარიერაში პირველი ასეთი შემთხვევაა.
* ალვარო მორატამ ამ სეზონში 3 გოლი გაიტანა შეცვლაზე, ყველაზე მეტი ლა ლიგაში.
* 2013 წლიდან მოყოლებული, ისკოს ანგარიშზე 31 საგოლე პასია, ყველაზე მეტი "რეალის" ნახევარმცველთა შორის.
* კევინ-პრინს ბოატენგმა (ლას პალმასი) ალბათ, ლა ლიგის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა. ეს კომბინაცია ზედიზედ 19 პასისგან შედგებოდა.
* დიეგო სიმეონეს "სევილიას" წინააღმდეგ აქამდე არასოდეს წაუგია (მწვრთნელის რანგში).
* ლუსიანო ვიეტომ (სევილია) ამ სეზონში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 3 საგოლე პასი).
* გილერმე ოჩოამ "მალაგას" მაისურით კარი პირველად შეინახა მშრალად.
სერია A: ჯეკო შეუჩერებელია
* "მილანის" დარტყმების 22% გოლად გარდაიქმნება. ეს იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.* ფელიპე ანდერსონმა (ლაციო) ამ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი მიითვალა ჩემპიონატში - 4.
* ამ ტურში 33 გოლი გავიდა, ყველაზე მეტი ამ სეზონში.
* ედინ ჯეკომ (რომა) უკვე 8 გოლი გაიტანა ჩემპიონატში, ზუსტად ამდენი გოლით დაასრულა მან წინა სეზონი.
* მაურო იკარდიმ (ინტერი) ერთხელაც კი ვერ შეძლო მეტოქის კარში ზუსტად დარტყმა.
* ედერმა (ინტერი) იტალიის ჩემპიონატში თავისი 50-ე გოლი გაიტანა.
* იაგო ფალკემ ბოლო 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
* დავიდე დი ჯენარომ (კალიარი) ამ სეზონში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - წუთსა და 5 წამში. მთლად პედროს შედეგი არაა, მაგრამ...
* ბოლოს "მილანმა" 9 ტურში 19 ქულა ან მეტი შორეულ 2008/09 წლების სეზონში მოაგროვა. იმ ჩემპიონატში გუნდი მე-2 ადგილზე გავიდა.
* ტურინის "იუვენტუსი" "სან სიროზე" 2009/10 წლების სეზონის მერე პირველად დამარცხდა ორივე მილანურ კლუბთან.
* მანუელ ლოკატელის პირველი ორი ზუსტი დარტყმა ჩემპიონატში ორჯერვე გოლით დაგვირგვინდა.
* მატია პერინმა (ჯენოა) 24-დან 6 პენალტი მოიგერია (25%).
ბუნდესლიგა: თავურების გუნდი
* "მაინცის" 14 გოლიდან 12-ში წვლილი პაბლო დე ბლასისს და იუნუს მალის მიუძღვით. * "ბაიერნის" გარდა, ყოველ ტურში გოლი მხოლოდ "ლაიპციგს" გააქვს.
* თომას მიულერმა "ბაიერნის" რიგებში 365-ე მატჩი ითამაშა. ის ამ მაჩვენებლით ჰასან სალიჰამიჯიჩს გაუთანაბრდა.
* რაც ასეთი სტატისტიკა ითვლება, პირველად მოხდა, რომ "ბაიერნმა" პირველ ტაიმში ერთი ჯარიმაც კი არ "აიკიდა".
* დუგლას კოშტამ "ბაიერნის" რიგებში პირველად გაიტანა გოლი მარჯვენა ფეხით.
* "ბაიერნის" ბოლო 4 გოლი თავურია.
* "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში ბოლო 22 მატჩიდან 19 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი დათმო. ბურთების შეფარდება - 66-10.
ლიგა 1: "სენტ ეტიენის" სენი
* ლიგა 1-ის ლიდერი სამი გუნდის მწვრთნელები უცხოელები არიან.* "მარსელს" ფრანგული კლასიკისას პსჟ-ის კარისკენ ერთხელაც კი არ დაურტყამს. ასეთი რამ ლიგა 1-ის გუნდს ბოლოს 10 წლის წინათ შეემთხვა.
* ჰაბიბ დიალომ მოედანზე შემოსვლიდან 21 წამში გაიტანა. უკანასკნელ 3 სეზონში ეს უსწრაფესი გოლია შეცვლაზე შესული ფეხბურთელისთვის.
* ბოლო 16 ტურია, "სენტ ეტიენს" პირველ ტაიმში ვერ გააქვს გოლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"