უსაინ ბოლტი "დორტმუნდში" გადადის?

AutoSharing Option
მსოფლიოს უსწრაფეს ადამიანს, იამაიკელ სპრინტერს უსაინ ბოლტს ხშირად უთქვამს, რომ ოცნებობს თავის საყვარელ გუნდში - "მანჩესტერ იუნაიტედში" საფეხბურთო კარიერის დაწყებას.

ამას ყველა ხუმრობად აღიქვამდა, მაგრამ ცხრაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რომელიც 2017 წელს აპირებს კარიერის დასრულებას, განაცხადა, რომ მალე დაიწყებს ვარჯიშს დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად. სპრინტერს უკვე ჰქონდა კონტაქტი გერმანული კლუბის მთავარ მწვრთნელთან თომას ტუხელთან და ყველაფერზე მოელაპარაკა.

"რამდენიმე დღე დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად ვარჯიშს ვაპირებ. ვნახოთ, რა გამოვა აქედან. მე რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" შემძლებოდა თამაში, ეს იქნებოდა გრანდიოზული ოცნების ასრულება.

როცა მძლეოსნის კარიერას
დავასრულებ, მინდა ორი წელი ფეხბურთში მოვსინჯო ძალები. ყოველთვის ვუყურებდი ამ ბიჭებს და ვფიქრობდი, რომ შევძლებდი პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ვეცდები ამის გაკეთებას. რა თქმა უნდა, კარგი მოთამაშე ვარ: შემტევი ნახევარმცველი ან დაცვითი ყაიდის ფეხბურთელი. რაღაც ამდაგვარი", - განაცხადა ბოლტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული