ხულიენ ლოპეტეგიმ არც ამჯერად წააგო ესპანეთის ნაკრების თავკაცის რანგში. არადა, რა ახლოს იყო ამასთან - გარეთ საუთგეიტის გუნდი "ფურია როხას" 2:0 უგებდა და თითქოს, თამაშითაც იმსახურებდა ამას. მოგების შემთხვევაში, საუთგეიტის პოზიციები აშკარად გამყარდებოდა. "უემბლიმ" ჯერ პენალტი იხილა რეინას კარში (მეკარემ ჯეიმი ვარდი მოცელა), რომელიც ლალანამ გოლად აქცია, შემდეგ კი
ეს "ლესტერის" ფორვარდის პირველი გოლი იყო 937-წუთიანი მშრალი სერიის შემდეგ. 89-ე წუთამდე ასე იყო, მაგრამ შემდეგ იაგო ასპასმა ერთი გაქვითა, ესპანელთა შტურმს კიდევ ერთი გოლი მოჰყვა, მე-6 კომპენსირებულ წუთზე ისკომ მეკარე ჰიტონს ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი - 2:2. ცუდი ინგლისელთათვის (საბოლოო შედეგის გარდა) ადამ ლალანას ტრავმაც იყო, რომელმაც მოედანი პირველ ტაიმში დატოვა.
იოახიმ ლიოვის გერმანია სტუმრად დაუზავდა "სკუადრა აძურას" - 0:0. მატჩში ერთი გოლი კი გავიდა, 63-ე წუთზე კევინ ფოლანდმა დონარუმას კი გაუტანა, მაგრამ აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან და ამიტომ ვიდეო-რეფერი (რომლის დებიუტიც უნდა შემდგარიყო ფეხბურთში ამ შეხვედრაში) არ დასჭირვებიათ.
რუსეთი-რუმინეთი 1:0
გოლი: 1:0 ოზდოევი (93)
მალტა-ისლანდია 0:2
გოლები: 0:1 ტრაუსტასონი (47), 0:2 ინგასონი (75)
უნგრეთი-შვედეთი 0:2
გოლები: 0:1 ს. ლარსონი (30), 0:2 ტელინი (67)
უკრაინა-სერბეთი 2:0
გოლები: 1:0 შახოვი (38), 2:0 იარმოლენკო (87-პენ)
ჩეხეთი-დანია 1:1
გოლები: 1:0 ბარაკი (8), 1:1 ნ. იორგენსენი (38)
ჩრ. ირლანდია-ხორვატია 0:3
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (9), 0:2 ჩოპი (35), 0:3 კრამარიჩი (68)
ავსტრია-სლოვაკეთი 0:0
იტალია-გერმანია 0:0
იტალია (3-4-3): ბუფონი (46. დონარუმა) - რუგანი, ბონუჩი, რომანიოლი (46. ასტორი) - ძაპაკოსტა, დე როსი, პაროლო, დარმიანი - იმობილე (89. ძაძა), ბელოტი (88. სანსონე), ედერი (68. ბერნარდესკი)
გერმანია (4-4-2): ლენო - ჰიოვედესი, მუსტაფი, ჰუმელსი (46. თა), კიმიხი - რუდი, ვაიგლი (70. გიოტცე), გერჰარდტი, გიუნდოგანი - გორეტცკა (60. გნაბრი), მიულერი (60. ფოლანდი)
ინგლისი-ესპანეთი 2:2
გოლები: 1:0 ლალანა (9-პენ), 2:0 ვარდი (48), 2:1 ასპასი (89), 2:2 ისკო (96)
ინგლისი (4-2-3-1): ჰარტი (46. ჰიტონი) - კლაინი, კეჰილი (46. ჯაგიელკა), სტოუნსი, როუზი (78. კრესველი) - ჰენდერსონი, დაიერი - სტერლინგი (65. თაუნსენდი), ლალანა (27. უოლკოტი), ლინგარდი - ვარდი (67. რაშფორდი)
ესპანეთი (4-3-3): რეინა - კარვახალი, ი. მარტინესი, ნაჩო, ასპილიკუეტა - მატა (46. კოკე), ბუსკეტსი (78. ნოლიტო), ტ. ალკანტარა (56. ანდერი) - ვიტოლო (46. ასპასი), ადურისი (64. მორატა), დ. სილვა (64. ისკო)
საფრანგეთი-კოტ დ'ივუარი 0:0
საფრანგეთი (4-3-3): კოსტილი - სიდიბე (69. კორჩია), რამი, ვარანი (46. კოსიელნი), დინი - პოგბა (46. ფეკირი), კანტე, რაბიო (78. ლემარი) - უ. დემბელე (46. მ. სისოკო), გამეირო (63. ჟირუ), პაიე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"