ოუენი, ფიგუ და რობერტო კარლოსი "ლივერპული"-"რეალის" ლეგენდების მატჩში ითამაშებენ

AutoSharing Option
"ლივერპულმა" და "რეალმა" საქველმოქმედო შეხვედრის გამართვაზე მოილაპარაკეს, რომელიც 2017 წლის 25 მარტს "ენფილდზე" ჩატარდება.

ცნობილია, რომ ლეგენდების მატჩში მონაწილეობას ლუიშ ფიგუ, რობერტო კარლოსი, მაიკლ ოუენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ.

"ლივერპულის" მხრიდან თამაშში მონაწილეობის სურვილი უკვე დაადასტურეს გარი მაკალისტერმა, ლუის გარსიამ, პატრიკ ბერგერმა, სალიფ დიაომ, იეჟი დუდეკმა, მაიკლ ოუნემა, იან რაშმა, რობი ფაულერმა, დიტმარ ჰამანმა და სხვებმა. რაც შეეხება "რეალს", მადრიდელთა სია ჯერჯერობით მოკრძალებულია. გუნდში არიან ლუიშ ფიგუ, სტივ მაკმანამანი, რობერტო კარლოსი და ემილიო ბუტრაგენიო. მოთ
ამაშეთა სრული სია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ გუნდების ამხანაგური შეხვედრა 2015 წლის ივნისში, "სანტიაგო ბერნაბეუზეც" ჩატარდა და მაშინ გამარჯვება "რეალს" დარჩა - 4:2.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვა დზალიან მაგარია ველი მოუთმენლად
madrideli
15:18 06-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული