ლუკა კურტანიძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]

AutoSharing Option
2012 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად ლუკა კურტანიძე დაინიშნა.

კურტანიძემ მუშაობა საკმაოდ აქტიურად დაიწყო და მნიშვნელოვანი ცვლილებებიც განახორციელა - თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელები შეცვალა.

მისი პრეზიდენტობის დროს თბილისმა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირის ორგანიზებით კმაყოფილები უცხოელი სტუმრები დარჩნენ, ჩვენი ფალავნების შედეგებით კი - ქართველი გულშემატკივარი.

სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებებმა კრახი განიცადეს - ერთადერთი, ბრინჯაოს მედალი, მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.

ბუდაპეშტში გამართული ჩემპიონატის შემდეგ კურტანიძე ნაკრებებში ცვლილებებს კვლავ საჭიროდ მიიჩნევს...

ლუკა კურტანიძე
Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული