ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი ერევანში 12 მოთამაშით გაემგზავრა, ხოლო პირველ მატჩს უკვე ხვალ, 5 ივლისს გამართავს.
20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ერევნის ტურნირისთვის შემდეგნაირია:
უკანახაზელები: დავით აფხაზავა, ტარიელ ზუზაძე, გიორგი ქავთარაძე, ლევან ბაბილოძე, ლევან გოგალაძე, რატი ნუცუბიძე
ფორვარდები: ნიკა დარბაიძე, ლუკა გიორგაძე, გიორგი ცირიკიძე, ვილი ისიანი
ცენტრები: ვლადიმერ ფურცხვანიძე, ალექსანდრე ფევაძე
ტურნირში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მონაწილეობენ: ყაზახეთის 22-წლამდელთა ნაკრები, ასევე, სომხეთის
5 ივლისი
სომხეთი-საქართველო U20
6 ივლისი
საქართველო-ყაზახეთი U22
7 ივლისი
სომხეთი U20-საქართველო U20
20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის "ბ" დივიზიონში 14-23 ივლისს იასპარეზებს, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები იქნებიან მაკედონიის, რუმინეთის, მალტისა და ალბანეთის ნაკრებები.
წყარო: gbf.ge
სომხები და კალათბურთი?!..
რაღაცეები შეცვლილა სამყაროში და მე არ მცოდნია...