სომხეთში ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილ ჩვენს ნაკრებს გეგმები აერია. დაგეგმილი იყო საერთაშორისო, ოთხთა ტურნირის ჩატარება, თუმცა სომხეთის ეროვნულმა გუნდმა სათანადოდ შეკრება ვერ მოასწრო და შესაბამისად, ტურნირში მონაწილეობა ვერ შეძლო.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების გეგმები შეიცვალა და 5 ივლისს დაგეგმილ მატჩში სომხეთის ეროვნულის ნაცვლად ამ ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდა. თუმცა ეს მატჩიც არ დასრულებულა. მე-3 პერიოდში ფარი დაზიანდა და თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.
დღეს, 6 ივლისს, საქართველო ყაზახ თანატოლთა
ნაკრებს შეხვდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით