U20. საქართველოს ნაკრების სომხეთთან თამაშის დასრულება შეუძლებელი გახდა

AutoSharing Option
სომხეთში ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილ ჩვენს ნაკრებს გეგმები აერია. დაგეგმილი იყო საერთაშორისო, ოთხთა ტურნირის ჩატარება, თუმცა სომხეთის ეროვნულმა გუნდმა სათანადოდ შეკრება ვერ მოასწრო და შესაბამისად, ტურნირში მონაწილეობა ვერ შეძლო.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების გეგმები შეიცვალა და 5 ივლისს დაგეგმილ მატჩში სომხეთის ეროვნულის ნაცვლად ამ ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდა. თუმცა ეს მატჩიც არ დასრულებულა. მე-3 პერიოდში ფარი დაზიანდა და თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

დღეს, 6 ივლისს, საქართველო ყაზახ თანატოლთა
ნაკრებს შეხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
მაგათ კალათბურთი არ უყვართ,სხვის კალათში ბურთს არ ჩავაგდებთო, მაგიტომაც დაამტვრიეს ფარი
mamuka
22:29 06-07-2017
0
რა ანგარიში იყო ...დაწერეთ
rezi
16:30 06-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული