რადოსის კოლოსი...

AutoSharing Option
20-წლამდელების მსგავსად 18-წლამდელებმაც პირველი ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი მატჩი წააგეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების მიზერული შანსიღა დარჩათ. ხუთგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ორი გადის, არადა ჩვენებს ჩერნოგორიასთან აქვთ სათამაშო.

მეორე პერიოდის ჩაგდების გამო ქართველები დიდ შესვენებაზე 15-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ (27:42). მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ მდგომარეობა ვეღარ გამოასწორა.

გადამწყვეტი აღმოჩნდა ავსტრიელი მეფარის, როდასის კარგი თამაში, რომელიც კოლოსივით აღიმართა ფარქვეშ და 18 მოხსნას 16 ქულა მიამატა. მანვე 5 ჯარიმა მიაღებინა ქართველ ცენტრ გოგა ჯავახიშვილს. მიხეილ კობეშავიძის გუნდიდან 27 ქულით
დუდა სანაძე გამოირჩა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები. B დივიზიონი
თელ-ავივი, ისრაელი

24 ივლისი
საქართველო-ავსტრია 72:84
18:18, 9:24, 20:19, 25:23

საქართველო: ტეტელაშვილი (22 წთ, 5ქ, 3პ), ბოქოლიშვილი (25 წთ, 10ქ, 3პ), სანაძე (35 წთ, 27ქ, 3პ, 5ჩ, 2დ), მუმლაძე (24 წთ, 4ქ, 6მ), ჯავახიშვილი (19 წთ, 5ფ), ჩერქეზიშვილი (12 წთ, 3პ), შარაბიძე (2წთ, 2ქ), კოღუაშვილი (9 წთ, 1ქ), ელიაძე (19 წთ, 11ქ), თენიეშვილი (27 წთ, 12ქ, 6მ, 5ფ), ჭიჭვეიშვილი (1 წთ), რევაზაშვილი (5 წთ)

ავსტრია: ნოვასი (20ქ), რადოსი (16ქ, 18მ), ფრიდრიხი (14ქ, 9პ)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული