პირველები აუტსაიდერებში

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საკლასიფიკაციო მატჩები წაუგებლად დაასრულა - შაბათს დანიასაც მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. საერთო ჩათვლაში ჩვენს გუნდს მე-13 პოზიცია ერგო.

მესამე პერიოდის დამაჯერებლად ჩატარების შემდეგ მიხეილ ბერუაშვილის გუნმა უპირატესობა კიდევ უფრო განავრცო და მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე გივი ბაქრაძის სამქულიანის შემდეგ 11-ქულიანი ფორა მოიპოვა (75:74). დარჩენილ დროში ვიკინგებმა გაიბრძოლეს, მაგრამ საფინალო სირენასთან ერთად სხვაობის მხოლოდ 3 ქულამდე შემცირება მოახერხეს - 83:80.

ქართველთა ბომბარდირი ბექა ჩიკვილაძე გახდა (19 ქულა), ხოლო აკაკი დვალიშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 15
ქულა, 10 მოხსნა.
- დანიას ნორმალური ნაკრები ჰყავდა, მაგრამ ჩვენ მშვიდად ვითამაშეთ. გუნდური გარჯის წყალობით მეტოქეს არაერთ კომპონენტში ვაჯობეთ. მიზანი არც გადამწყვეტ ეპიზოდებში გვღალატობდა, - გვითხრა გივი ბაქრაძემ.
დღეს მეცამეტეადგილოსანი ქართველები სამშობლოში დაბრუნდებიან.

ახალგაზრდული ნაკრები. B დივიზიონი
ავსტრია, ობერვარტი
24 ივლისი

საქართველო-დანია 83:80
15:16, 27:28, 23:14, 18:22
საქართველო: ბაქრაძე (26 წთ, 12ქ, 6პ, 4მ), ჩიკვილაძე (32 წთ, 19ქ, 4მ), ხმელიძე (8 წთ, 5ქ), კვეტენაძე (18 წთ, 5ქ, 4მ), შარაბიძე (31 წთ, 10ქ), ლომოური (8წთ), ნანიტაშვილი (14 წთ, 5ქ, 5მ), დვალიშვილი (31 წთ, 15ქ, 10მ, 3ჩ, 3დ), ჩაჩანიძე (16 წთ, 12ქ), მაჭავარიანი (15 წთ, 3პ)
დანია: ლაერკე (27ქ, 8მ), სეილუნდი (13ქ), ფრანდსენი (6ქ, 11მ), ბერგსტედტი (14ქ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული