ჰოლანდიაში გენერალურისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჰოლანდიაში საკონტროლო მატჩების გასამართავად მიემგზავრება. ჩვენი 20-წლამდელთა გუნდი ნიდერლანდებში ხუთშაბათს, თბილისი-სტამბოლი-ამსტერდამის რეისით გაფრინდება, სადაც ქალაქ ზვოლეში 1-3 ივლისს ავსტრიის 20-წლამდელებსა და მასპინძლებს დაუპირისპირდება. ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ტურნირის წინ გენერალური რეპეტიცია იქნება.

ნაკრების მომზადებაზე მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი მოგვითხრობს:

- 20 დღეა, შეკრებაზე ვართ და გარკვეული წინსვლაც გვაქვს. ვმუშაობდით როგორც ფიზიკური, ისე კომბინაციური თამაშის დახვეწაზე. ჰოლანდიაში გასამართი მატჩები კარგი საშუალება იქნება საიმისოდ, რომ ჩვენი შრომის შედეგი
დავინახოთ. რა მინუსებიც გვაქვს, იმის სრულყოფაზე ვიმუშაოთ და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს უფრო მომზადებულები შევხვდეთ.

დავით უსტიაშვილმა ასევე გვითხრა, რომ საქართველოში ჰოლანდიიდან ორი ფაქსი მოვიდა, ერთში ეწერა, რომ ავასტრიის გარდა ქართველებს ჰოლანდიის 20 და 23-წლამდელთა ნაკრებებთან მოუწევთ თამაში, ხოლო მეორე ფაქსის მიხედვით ჩვენს გუნდს ერთხელ ავსტრიელებთან უნდა ეთამაშათ და ორჯერ 20-წლამდელ ჰოლანდიელებთან. ზვოლეში რეალურად არ გუნდები დაგვხვდებიან, ამას ჰოლანდიაში ჩასვლის შემდეგ ვნახავთო, - გვითხრა მწვრთნელმა.

შესაძლებელია...
აქვე გთავაზობთ ინტერვიუს 20-წლამდელთა ნაკრების გამთამაშებელ გივი ბაქრაძესთან, რომელიც გასულ სეზონში "არმიის" ღირსებას იცავდა, თუმცა გაისად ამ კლუბში აღარ ითამაშებს. გივის თავდაპირველად 20-წლამდელთა ნაკრების მზადყოფნაზე ვკითხეთ:

- ფიზიკური მომზადება რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ. თავს ყველა კალათბურთელი კარგად გრძნობს, ნორმალურ კონდიციებში ვართ. ჰოლანდიაში საკონტროლო მატჩები ჩვენს მომზადებაზე უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის და თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კიდევ შვიდი დღე გვექნება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებამდე...

- B დივიზიონის მატჩებისთვის თუ სასურველ კონდიციებში იქნებით, წარმატებაზე ფიქრიც შეიძლება...
- ამის იმედი ჩვენც გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კარგი შემადგენლობა გვყავს. ყველა პოზიცია თანაბრადაა დაბალანსებული.

- შეთამაშების პრობლემაც არ უნდა გქონდეთ...
- ეს კალათბურთელები ერთად 2007 წლიდან ვთამაშობთ. პირველად საერთაშორისო სარბიელზე სწორედ 2007-ში გავედით, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ. შემდეგ 2009 წელს გამოვედით ჭაბუკთა ევროპის პირვეობის შესარჩევ ტურნირზე. ვფიქრობ, ერთმანეთს კარგად ვუგებთ, რაც ჩვენს თამაშზეც დადებითად უნდა აისახოს.

- B დივიზიონში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს თუ იცნობ?
- ჩვენი თაობის მეტოქე კალათბურთელებზე მეტ-ნაკლებად სრული წარმოდგენა მაქვს, რადგან კადეტთა ასაკიდან თითქმის ყველასთან გვითამაშია. პოლონეთს, ესტონეთს, რუმინეთს და შვეიცარიას კარგი შემადგენლობები ჰყავთ, მაგრამ ისეთი გამორჩეული არავინაა, რომ უშანსოდ ვიყოთ. ვიბრძოლებთ და იმედია, წარმატებასაც მივაღწევთ.

მოთამაშე ამპლუა დაბადების თარიღი სიმაღლე გუნდი
იოსებ ლეჟავა გამთამაშებელი 31.05.1991 187 სამედიცინო
ტატო თავართქილაძე გამთამაშებელი 16.02.1991 192 სამედიცინო
გივი ბაქრაძე გამთამაშებელი 21.05.1991 183 არმია
ბექა ჩიკვილაძე მსროლელი 12.02.1992 195 სტუ
მერაბ ბოქოლიშვილი მსროლელი 27.02.1992 200 აველინო. იტალია
დუდა სანაძე მსროლელი 25.07.1992 197 ბათუმი
აკაკი ლომოური მს. ფორვარდი 17.01.1991 198 სტუ
ნოდარ თენიეშვილი მძ. ფორვარდი 07.06. 1992 197 ბათუმი
დავით დეკანოიძე მძ. ფორვარდი 19.12.1991 198 შსს
თორნიკე შენგელია მძ. ფორვარდი 05.10.1991 207 პეპინსტერი, ბელგი
გიორგი რევაზაშვილი ფორვარდი 24.01.1991 209 მაკაბი
ბექა ბექაური ცენტრი 18.01,1991 108 სამედიცინო
აკაკი დვალიშვილი ცენტრი 14.02.1991 206 სამედიცინო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული