ქართველი ჭაბუკები იტალიურ გარემოცვაში

AutoSharing Option
"სოხუმის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ვაჟა კვარაცხელია და ორი მისი აღზრდილი ნორჩი კალათბურთელები, 17 წლის შოთა გოლეთიანი და 15 წლის დავით სალაყაია უკვე ერთი კვირაა იტალიაში სკოპელოს საკალათბურთო ბანაკში ვარჯიშობენ, სადაც შეკრებილნი არიან იტალიის ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდების საუკეთესო კალათბურთელები.

ამის შესახებ "სოხუმის" პრეს-სამსახურის უფროსმა თენგიზ პაჭკორიამ გვაცნობა.

გოლეთიანი (194 სმ) გასულ სეზონში "სოხუმის" ჭაბუკთა გუნდის ღირსებას იცავდა და 18-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა. სალაყაია (201 სმ) კი გასულ სეზონში კადეტთა პირველობაზე "ჰიუნდაიში" გამოდიოდა (მწვრთნელი ნიკო ჩერქეზიშვილი), შემდეგ კი "სოხუმში" დაბრუნდა.

იტალიელი კალათბურთელის, რომეო საკეტის (თამაშობდა იტალიის ნაკრებში და "ვარეზეში") სახელობის ბანაკში, Romeo Saccetti basket-camp valsesia, რომელიც 20 წელია იმართება, კვარაცხელია და მისი აღზრდილები ორგანიზატორებმა მიიწვიეს. გასულ სეზონში საკეტი სარდინიის "სასარის" წვრთნიდა. იგი ამჟამად სკოპელოს ბანაკშია. იქვე ატარებს ვარჯიშებს ამერიკელი მწვრთნელი ჩარლზ იელვერტონი, რომელიც იტალიაში ცხოვრობს და ახალგაზრდული კლუბების მწვრთნელად მუშაობს. მან 1978 წელს "ვარეზესთან" ერთად კალათბურთელის რანგში იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა. სხვათა შორის, ჩარლზი კობი ბრაიანტის (16 წლამდე ასაკში) ერთ-ერთი მწვრთნელი იყო.

სკოპელოს ბანაკში ასევე მიწვეულია ბოლონიის "ვირტუსის" ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი დანიელ ფრაბონი.

კემპში 140 ჭაბუკი მონაწილეობს, რომლებიც 10-14 და 14-17 ასაკობრივ ჯგუფებად იყოფიან. თითოეული მათგანი იტალიის სხვადასხვა ასაკის ჩემპიონატში თამაშობს. ბანაკში მხოლოდ ორი უცხოელია - გოლეთიანი და სალაყაია. ისინი, ვაჟა კვარაცხელიასთან ერთად იტალიიდან 11 ივლისს დაბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული