18-წლამდელთა ნაკრებმა ყატარის გაანადგურებით სპარინგ-მატჩები დაასრულა

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მეორე საკონტროლო მატჩიც მოიგო. მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა ამჯერად ყატარის ნაკრები გაანადგურა - 102:58. ქართველებმა გუშინ ბაჰრეინი 104:46 დაამარცხეს, ახლა კი მეორე აზიური ქვეყანაც იმსხვერპლეს.

ამ მატჩით საქართველომ დაასრულა სპარინგ-მატჩები და ზეგ დილას ბულგარეთისკენ აიღებს გეზს, სადაც 21-31 ივლისს ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი) გაიმართება. ყატარის ნაკრებთან მატჩის შესახებ კომენტარს ბერუაშვილი თურქეთიდან აკეთებს:

"ყატარი ბაჰრეინზე უკეთესი გუნდი აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ მაინც იოლად დავამარცხეთ. შედეგს ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონ
და. აქცენტს თამაშის სრულყოფაზე, პრაქტიკის მიღებაზე ვაკეთებდით.

გუნდი უმატებს და ევროპის პირველობას ოპტიმალურ ფორმაში ხვდება. ხვალ ეგვიპტის ნაკრებთან უნდა გვეთამაშა, მაგრამ ამ მატჩის გამართვა გადავიფიქრეთ.

თურქეთში აუტანელი სიცხეა, ბიჭები ძალიან იქანცებიან. ხვალ რომ გვეთამაშა, ზეგ ბულგარეთში მივემგზავრებით, მაზეგ კი ბულგარეთშ ევროპირველობა იწყება. გადაიღლებოდნენ ბიჭები და ამიტომ ეგვიპტეს აღარ შევხვდებით. ხვალ დავისვენებთ და ზეგ დილით ბულგარეთში გავემგზავრებით".

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ბიჭები საქართველოს მარგალიტები არიან!!!
torino
19:58 19-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული