20-წლამდელები: ახლა მხოლოდ ბულგარეთთან მატჩზე ვფიქრობთ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე წარმატებულმა სტარტმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისადმი ინტერესი გააორმაგა. თუმცა ვიდრე თავს უკვე ევროპის 2012 წლის პირველობაზე დავიგულებდეთ, უნდა შეგახსენოთ, რომ მწვერვალისკენ მიმავალი გზის მხოლოდ ნახევარია გავლილი.

დავით უსტიაშვილის შეგირდებს ერთი-ორად რთული მონაკვეთი აქვთ დასაძლევი. ისინი მეორე ეტაპზე ეთამაშებიან დანიასა და ბულგარეთს, რომლებმაც B ჯგუფში უკან მოიტოვეს სლოვაკეთი და უნგრეთი...

F ჯგუფში საქართველოსთან ერთად ითამაშებს ესტონეთი, რომელსაც 88:87 მოვუგეთ. ეს შედეგი მეორე ეტაპზეც ძალაშია და მხოლოდ ორი მატჩიღა გვაქვს ჩასატარებელი. ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საჭიროა ოთხ გუნდს შორის პირველ
ან მეორე ადგილზე გასვლა, ხოლო ევროპის ჩემპიონატის საგზური იმას დარჩება, ვინც დივიზიონის ფინალში მოხვდება.

დავასრულეთ 4/1-ით
ვიდრე მომავალ მეტოქეებზე ორიოდე სიტყვას ვიტყოდეთ, განვლილ ხუთ მატჩს შევეხებით. ქართველი ჭაბუკები სადებიუტო შეხვედრაში შვეიცარიას დაუპირისპირდნენ. მწვრთნელ დავით უსტიაშვილს არაერთხელ უთქვამს - ყოველთვის ძნელია პირველი მატჩის მოგებაო. ჩვენს 20-წლამდელებს შვეიცარიასთან მართლაც გაუჭირდათ, შეიძლება ეს აკლიმატიზაციის ბრალიც იყო. თუმცა ფაქტია, რომ შვეიცარებს გაცილებით სუსტი ნაკრები ჰყავდათ - ყველა მატჩი წააგეს.

მეორე დღეს ქართველთა მეტოქე მაკედონია იყო. ბალკანელებმა ვერაფერი მოუხერხეს თორნიკე შენგელიას, რომელმაც 40 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა. 87:75 ქართველთა სასარგებლოდ.

ჯგუფის ფავორიტებად წინასწარ პოლონელები იყვნენ მიჩნეულნი. შესაბამისად, მათთან დაპირისპირებას უსტიაშვილის შეგირდები მაქსიმალურად კონცენტრირებულები შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 7 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს. ამ მატჩში გამოჩნდა, რომ წინა ხაზში ქართველებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ - მეტოქეს მოხსნებში 38:50 ჩამორჩნენ.

ჯგუფის ფავორიტი საქართველოსთან ერთად არა პოლონეთი, არამედ ესტონეთი აღმოჩნდა. მათ ეს სტატუსი ბოლომდე გაამართლეს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა მეოთხე პერიოდში 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, ბალტიისპირელებმა მისი აღმოფხვრა მოახერხეს და სირენამდე 12 წამით ადრე 87:86 დაწინაურდნენ. საბედნიეროდ, ბოლო იერიში მერაბ ბოქოლიშვილმა ზუსტი ტყორცნით დაასრულა და საქართველოს ნაკრებს ყველაზე მნიშვნელოვანი (ჯერჯერობით) გამარჯვება მოუტანა.

ბოლო ტურის წინ ქართველებს პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდათ, თუმცა ბოლომდე იბრძოლეს და რუმინეთთან ოვერტაიმში დათმეს.

- გამომდინარე იქიდან, რომ რუმინელებთან მატჩის შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ყველა სათადარიგო კალათბურთელი ვათამაშე. ამავდროულად, თავს უფლება მივეცი, ხუთეულის წევრი ნოდარ თენიეშვილი დამესვენებინა, რომელიც ცოტა შეუძლოდ იყო და მის დატვირთვას მოვერიდე. მთავარი მიზანი იყო, რომ ყველა მოთამაშის შესაძლებლობებში დავრწმუნებულიყავი.

მართალია, საკონტროლო შეხვედრებში თორმეტივემ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სულ სხვაა ოფიციალური შეხვედრები. კარგი შთაბეჭდილება დატოვა აკაკი ლომოურმა, მეტი სათამაშო დრო მივეცი გიორგი რევაზაშვილს, ითამაშა ტარიელ თავართქილაძემ, იოსებ ლეჟავამ. ერთი სიტყვით, უკვე ვიცი, ვის რა შეუძლია და თუ მომავალ, პრინციპულ მატჩებში დამჭირდა, აუცილებლად გამოვიყენებ.

რაც შეეხება ბოლო მატჩს, რუმინეთმა პრესტიჟისთვის დიდი მონდომებით ითამაშა. მოგებაც შეგვეძლო, შეხვედრა დამატებით დროშიც გადავიყვანეთ, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება რუმინელებს დარჩათ, - ამბობს ახალგაზრდული გუნდის თავკაცი.

ვიწყებთ 1/0-ით
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეორე ეტაპზე პირველი ადგილით გავიდა. შესაბამისად საკუთარი შესაძლებლობებისაც ირწმუნა და ფავორიტის სტატუსიც განიმტკიცა.

- ჩვენი ნაკრები დივიზიონის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა. ყველა ფინალში გასვლის კანდიდატად მიგვიჩნევს. ეს ბუნებრივიცაა: მას შემდეგ, რაც ჯგუფში პირველი ადგილი ვადაზე ადრე მოვიპოვეთ, ფავორიტის სტატუსი მოგვანიჭეს. ტურნირის მთავარმა კომისარმა გვითხრა, რომ ესტონეთთან მოგებული მატჩი, მისი აზრით, ტურნირზე ჯერჯერობით საუკეთესოა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ნაკრები მეორე ეტაპს კარგ ხასიათზე ხვდება - მას ხომ მეორე ჯგუფში ერთი მოგება უკვე უწერია...

- განწყობა საბრძოლოა. ჯერჯერობით წარმატებით ვასპარეზობთ და იმედია, ასეც გაგრძელდება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მატჩებში ბიჭები დიდ გამოცდილებას იღებენ. ეს აუცილებელია ყველა კალათბურთელისთვის, მით უფრო, რომ სწორედ ამ ასაკობრივი ნაკრებიდან უნდა მიიღოს ეროვნულმა გუნდმა შევსება.

ბულგარეთი და დანია
დროა მეტოქეებსაც შევაწიოთ რამდენიმე სიტყვა. თამამად შეიძლება ითქვას, ბოლო წლებში ყველაზე ნიჭიერი თაობა დანიას სწორედ წლეულს ჰყავს. ეს ბიჭები პირველად კადეტთა შეჯიბრებაში რომ გამოჩნდნენ, ყველა გააოცეს. ამ ჩემპიონატზე კი ფინალში გასვლის კანდიდატებადაც მოიხსენიებიან. მათ ხომ ჯგუფის ოთხივე მატჩი მოიგეს, გადამწყვეტი ბრძოლა სლოვაკეთთან გადაიტანეს. იმ მატჩში დატვირთვამ ძირითადად ორ დანიელზე გადაიარა: 194 სმ სიმაღლის ლაერკემ 32 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ბერგსტედტმა (210 სმ) - 33 ქულა და 19 მოხსნა. ქართველთა მთავარი ამოცანაც ამ დუეტის ნეიტრალიზება უნდა იყოს.

ბულგარეთის ნაკრებში კი გამოკვეთილი ლიდერი არ არის. გუნდის მთავარი მექულე ცონკოვი საშუალოდ 14.3 ქულას აგროვებს. რადგან ბულგარელები უფრო გუნდურად თამაშობენ, შესაძლოა მათთან გამარჯვება უფრო რთული იყოს, ვიდრე დანიასთან. თუმცა ქართველებს ორივე მატჩი მოსაგები აქვთ, რათა ნახევარფინალში F ჯგუფის მეორეადგილოსანთან მოუწიოთ დაპირისპირება.

მოვუსმინოთ მთავარ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს:
- წინ 2 მატჩია, მაგრამ ჩვენთვის ახლა მხოლოდ ბულგარეთია - მასზე ვფიქრობთ. თუ ბულგარელებს მოვუგებთ, ხოლო ესტონეთი დანიასთან დამარცხდება, ჩვენ და დანია ვადაზე ადრე გავალთ ნახევარფინალში. ისე კი, აღვნიშნავ, რომ ორივე მეტოქე ძლიერია. ასეთივეები იყვნენ პირველ ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეებიც, მაგრამ ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს და პირველ ადგილზე გავედით. მომავალ მატჩებსაც ასეთი მობილიზებით უნდა შევხვდეთ.

ქართველთა მწვრთნელს ბულგარეთისა და დანიის მატჩებზე დასწრების საშუალება არ ჰქონდა...

- B ჯგუფის მატჩები მოშორებით მდებარე დარბაზში იმართებოდა, ჩვენი თამაშები ხშირად ემთხვეოდა ერთმანეთს. სამაგიეროდ მოვიპოვეთ დანიის და ბულგარეთის ნაკრებების თამაშების ვიდეომასალა, შევისწავლით მეტოქეთა პლუს-მინუსებს, ჩვენს შეცდომებსაც გავააანალიზებთ.


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები.
B დივიზიონი. სარაევო. ბოსნია

I ეტაპი
A ჯგუფი
მაკედონია-პოლონეთი 71:74
რუმინეთი-ესტონეთი 50:85
შვეიცარია-საქართველო 74:82
პოლონეთი-რუმინეთი 62:70
ესტონეთი-შვეიცარია 91:64
საქართველო-მაკედონია 87:75
საქართველო-პოლონეთი 76:69
მაკედონია-ესტონეთი 76:95
შვეიცარია-რუმინეთი 47:53
რუმინეთი-მაკედონია 49:64
პოლონეთი-შვეიცარია 86:75
ესტონეთი-საქართველო 87:88
საქართველო-რუმინეთი 85:89
ესტონეთი-პოლონეთი 66:75
მაკედონია-შვეიცარია 73:56

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. საქართველო 5 4 1 418/394 9
2. ესტონეთი 5 3 2 424/353 8
3. პოლონეთი 5 3 2 366/358 8
4. რუმინეთი 5 3 2 311/343 8
5. მაკედონია 5 2 3 359/361 7
6. შვეიცარია 5 0 5 316/385 5

B ჯგუფი
დანია-უნგრეთი 57:42
ჰოლანდია-სლოვაკეთი 55:57
ბულგარეთი-დანია 61:72
უნგრეთი-ჰოლანდია 78:83
სლოვაკეთი-უნგრეთი 81:63
ჰოლანდია-ბულგარეთი 68:73
დანია-ჰოლანდია 78:72
ბულგარეთი-სლოვაკეთი 65:58
უნგრეთი-ბულგარეთი 80:84
სლოვაკეთი-დანია 83:88

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. დანია 4 4 0 295/258 8
2. ბულგარეთი 4 3 1 283/278 7
3. სლოვაკეთი 4 2 2 279/271 6
4. ჰოლანდია 4 1 3 278/286 5
5. უნგრეთი 4 0 4 263/305 4

II ეტაპი
E ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. დანია 1 1 0 72/61 2
2. საქართველო 1 1 0 88/87 2
3. ესტონეთი 1 0 1 87/88 1
4. ბულგარეთი 1 0 1 61/72 1

16:00 საქართველო-ბულგარეთი
18:15 ესტონეთი-დანია
20:30 დანია-საქართველო
22:45 ბულგარეთი-ესტონეთი

F ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ჩეხეთი 1 1 0 77/55 2
2. ბელგია 1 1 0 83/64 2
3. ბოსნია 1 0 1 64/83 1
4. პორტუგალია 1 0 1 55/77 1

20:30 ჩეხეთი-ბოსნია
22:45 პორტუგალია-ბელგია
16:00 ბელგია-ჩეხეთი
18:15 ბოსნია-პორტუგალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

saqarTvelos axalgazrduli nakrebi

I etapi

A jgufi

makedonia-poloneTi     71:74

rumineTi-estoneTi    50:85

Sveicaria-saqarTvelo 74:82

poloneTi-rumineTi 62:70

estoneTi-Sveicaria   91:64

saqarTvelo-makedonia 87:75

saqarTvelo-poloneTi 76:69

makedonia-estoneTi    76:95

Sveicaria-rumineTi 47:53

rumineTi-makedonia 49:64

poloneTi-Sveicaria     86:75

estoneTi-saqarTvelo 87:88

saqarTvelo-rumineTi 85:89

estoneTi-poloneTi   66:75

makedonia-Sveicaria      73:56

gundi T    m    w    sx   q

1. saqarTvelo 5    4    1    418/394   9

2. estoneTi    5    3    2    424/353   8

3. poloneTi     5    3    2    366/358    8

4. rumineTi 5    3    2    311/343    8

5. makedonia 5    2    3    359/361    7

6. Sveicaria     5    0    5    316/385    5

B jgufi

dania-ungreTi    57:42

holandia-slovakeTi     55:57

bulgareTi-dania 61:72

ungreTi-holandia  78:83

slovakeTi-ungreTi 81:63

holandia-bulgareTi  68:73

dania-holandia  78:72

bulgareTi-slovakeTi 65:58

ungreTi-bulgareTi   80:84

slovakeTi-dania 83:88

gundi T    m    w    sx   q

1. dania 4   4    0    295/258    8

2. bulgareTi     4    3    1    283/278    7

3. slovakeTi 4     2     2     279/271     6

4. holandia  4     1     3     278/286     5

5. ungreTi    4     0     4     263/305      4

II etapi

E jgufi

gundi T    m    w    sx   q

1. dania 1     1     0     72/61  2

2. saqarTvelo      1     1     0     88/87  2

3. estoneTi   1     0     1     87/88  1

4. bulgareTi 1     0     1     61/72  1

16:00     saqarTvelo-bulgareTi

18:15     estoneTi-dania

20:30     dania-saqarTvelo

22:45     bulgareTi-estoneTi

F jgufi

gundi T    m    w    sx   q

1. CexeTi      1     1     0     77/55  2

2. belgia     1     1     0     83/64  2

3. bosnia      1     0     1     64/83  1

4. portugalia      1     0     1     55/77  1

20:30     CexeTi-bosnia

22:45     portugalia-belgia

16:00     belgia-CexeTi

18:15     bosnia-portugalia

მკითხველის კომენტარები / 2 /
[1st quarter] Georgia U20 23:16 Bulgaria U20
Aleqsa
16:24 20-07-2011
0
Georgia U20 88:75 Bulgaria U20[23:16,24:23,19:15,22:21]
George
22:28 20-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული