დიდი მოლოდინი და დიდი იმედგაცრუება

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების ეპოპეა დასრულდა - ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია ჩვენმა კადეტებმა ჰოლანდიასთან შეწყვიტეს და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა დაასრულეს. ამ მარცხის შემდეგ გია კაზანჯიანის გუნდს 2 მოგების წილ ერთი წაგება მოუგროვდა. ასეთივე შედეგი აღმოაჩნდათ სლოვენიასა და ჰოლანდიას. ნახევარფინალისტთა გამოსავლენად საჭირო გახდა ურთიერთშეხვედრებში ჩაგდებული და მიღებული ქულების შეფარდების დათვლა. სლოვენიას +16 აღმოაჩნდა, ჰოლანდიას -3, ხოლო საქართველოს -13.

ჩვენმა ნაკრებმა ჰოლანდიასთან დაპირისპირებამდე იმდენად დამაჯრებლად იასპარეზა, რომ რატომღაც დარწმუნებულნი ვიყავით, ნახევარფინალში ვიხილავდით. სწორედ დიდ მოლოდინს დაერთო დიდი იმედგაცრუება. თუმცა, ნიდერლანდებთან წაგების მიუხედავად ქართველი
კადეტებისადმი სასაყვედურო არ გვაქვს. ისინი B დივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან.

ქართველები ბოლო პერიოდამდე თანაბრად ებრძოდნენ ჰოლანდიელებს, თუმცა მეოთხე რაუნდში ნარინჯისფრებმა გაქცევა მოახერხეს და იმ სხვაობით გაიმარჯვეს, რამაც ისინი ნახევარფინალში გაიყვანა - 85:72.

ქართველებმა მეტქეს პერიმეტრიდან ტყორცნებში აჯობეს - 14 სამქულიანი გამოიყენეს (10-ის საპასუხოდ). შორი მანძილიდან შესანიშნავად ისროლა ლევან ლოლიშვილმა - 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო.

ჩვენმა გუნდმა ჰოლანდიელებს მოხსნებშიც აჯობა - 42:37. არც საჯარიმო ტყორცნებში დაფიქსირებულა დიდი სხვაობა. გადამწყვეტი ორქულიანების რეალიზების დაბალი მაჩვენებელი გამოდგა. გია კაზანჯიანის გუნდმა 35-დან 9 ორქულიანი ჩააგდო (25.7 პროცენტი), ხოლო ნიდერლანდელებმა - 38-დან 18 (47.4 პროცენტი).

ასე და ამგვარად, ქართველ კადეტებს ფინალის საგზურის ნაცვლად, მეხუთე ადგილისთვის მოუწევთ ბრძოლა. ისინი ჯერ შვეიცარიას დაუპირისპირდებიან (მეორე ჯგუფის მეოთხეადგილოსანს), ხოლო წარმატების შემთხვევაში სლოვაკეთსა და უნგრეთს შორის გამარჯვებულს ეთამაშება. სწორედ ამ ოთხ გუნდს შორის განაწილდება მეხუთე-მერვე ადგილები.


16-წლამდელთა ნაკრები. B დივიზიონი

12 აგვისტო, ტალინი (ესტონეთი)
საქართველო-ჰოლანდია 72:85
22:23, 23:25, 10:15, 17:22
საქართველო: გოგბაიძე (11 წთ), რამიშვილი (28 წთ, 4ქ, 4პ, 3ჩ), ბურჯანაძე (37 წთ, 19ქ, 11მ, 3ჩ), გრძელიძე (6 წთ), ლოლიშვილი (35 წთ, 27ქ, 7მ), მიქელაძე (40 წთ, 14ქ, 7პ, 3მ), კვანტალიანი (4 წთ, 2ქ), ცირეკიძე (24 წთ, 1ქ, 9მ), ნადირაძე (14 წთ, 5ქ, 5მ)
ჰოლანდია: შილდერი (14ქ, 6პ, 4ჩ), ჰამინკი (19ქ, 12მ), ვეენსტრა (17ქ, 5მ)...

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. სლოვენია 3 2 1 213/181 5
2. ჰოლანდია 3 2 1 209/195 5
3. საქართველო 3 2 1 225/210 5
4. უნგრეთი 3 0 3 149/210 3

V-VIII ადგილები
14 აგვისტო
17:45 საქართველო-შვეიცარია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული