ქართული დერბი ერევანში

AutoSharing Option
სომხეთში ქართული დერბი გაიმართა. ერევანში, "მიკას" დარბაზში ერთმანეთს "აკადემიას" 16-წლამდელთა გუნდი და საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები შეხვდნენ. მატჩი საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ნაკრების გამარჯვებით - 69:65 დასრულდა. აკადემიელთა მწვრთნელი ირაკლი ტომარაძე:

- საინტერესო თამაში გამოვიდა. ორივე გუნდი კარგად გაისარჯა და ნაყოფიერი სპარინგი შედგა. მთელი შეხვედრის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ხან ერთი გუნდი ლიდერობდა, ხანაც მეორე, მაგრამ 5 ქულაზე წინ არც ერთი არ გასულა.

- ვის გამოარჩევდით?
- ყველამ კარგად ითამაშა, ბიჭები ცდილობდნენ, მწვრთნელების დავალება მაქსიმალურად შეესრულებინათ. "აკადემიიდან" ყველაზე მეტი - 12
ქულა თემურ პეტრიაშვილმა ჩააგდო, ხოლო ნაკრებიდან ლევან გოგოლაძემ - 14.

- ერევნის ტურნირის პირველი მატჩი სომხურ "დინამოს" მოუგეთ. რას იტყვით ამ შეხვედრასა და დანარჩენ მეტოქეებზე?
- იმ სამი გუნდიდან, რომლებიც ტურნირში მონაწილეობენ, ყველაზე ძლიერია"დინამო", რომელიც, ფაქტობრივად, სომხეთის 16-წლამდელთა ნაკრებია. მხოლოდ 2 კალათბურთელი აკლიათ. ისინი ამავე ტურნირზე, სხვა გუნდებში თამაშობენ. დინამოელებს 14 ქულით მოვუგეთ, "არტექსთან" და "შირაქთან" სათამაშო გვაქვს და იმედია, კარგ გამოცდილებას მივიღებთ.

* * *

ტურნირის მესამე დღეს საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი მატჩი მოიგო, "აკადემია" კი ისვენებდა. გია კაზანჯიანის მიერ გაწვრთნილი ნაკრები "არტექსს" შეხვდა და 73:17 გაანადგურა.

- მეტოქე სუსტი იყო და დიდი წინააღმდეგობა ვერ გაგვიწია. აქედან გამომდინარე, ნაკრების ყველა წევრს მივეცი თავის გამოჩენის შანსი და

სათამაშო დრო კალათბურთელებზე თანაბრად გადავანაწილე - აღნიშნა გია კაზანჯიანმა და დასძინა:
- ვერავის გამოვარჩევ, ყველამ კარგად ითამაშა და დაკისრებული დავალება შეასრულა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული