საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სლოვაკეთსაც აჯობა

AutoSharing Option
სლოვაკეთში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა კადეტთა ნაკრებმა მეორე შეხვედრაშიც წარმატებას მიაღწია.

გუშინ 18-წლამდელთა ადგილობრივი გუნდის განადგურების შემდეგ ქართველებმა დღეს სლოვაკეთის 16-წლამდელთა ნაკრები დაამარცხეს.

დღევანდელი შეხვედრა უფრო დაძაბული გამოდგა. ქართველებმა მატჩის დებიუტშივე დანაკლისი განიცადეს, როცა გუნდის ძირითადმა გამთამაშებელმა ლუკა ზაქრაძემ ფეხი ამოიბრუნა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ექიმების თქმით, სერიოზული არაფერია და ზაქრაძე მომდევნო შეხვედრისთვის მზადყოფნაში იქნება.

ქართველებმა, ამის მიუხედავად, მაინც მოახერხეს თამაშის სასურველ რიტმში წარმართვა და მეორე მეოთხედში 15-ქულიან უპირატესობას დაეუფლნენ.

მასპინძელთა ნაკრებმა მესამე პერიოდში გაიბრძოლა და ბოლოს
ქართველებს რომ არ ეყოჩაღათ, შესაძლოა, სლოვაკებს მოეგოთ კიდეც. თუმცა საბოლოოდ ჩვენმა ბიჭებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და 74:71 გაიმარჯვეს.

საუკეთესო შედეგი "ორბი-კარდინალის" წევრმა ლევან გოგალაძემ აჩვენა - 19 ქულა.

ჩვენი გუნდი სლოვაკური ტურის ბოლო მატჩს უნგრეთის 16-წლამდელთა ნაკრებთან 4 ივლისს გამართავს. უნგრელებმა ცოტა ხნის წინ სლოვაკებთან 3 საკონტროლო მატჩი ჩაატარეს და სამჯერვე იმარჯვეს.

ასე რომ, კაზანჯიანის გუნდს ყველაზე ძლიერი მეტოქე დღევანდელ შეხვედრაში ეყოლება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

3 ივლისი
სლოვაკეთი-საქართველო 71:74
10:15, 24:25, 22:16, 15:18
საქართველო: გოგალაძე 19, ლომიძე 12, ბობილევი 12, მასხულია 6, კერესელიძე 6, პერტიაშვილი 5, მაჭავარიანი 5, ისიანი 4, გუგეშაშვილი 3, რევაზაშვილი 2, ზაქრაძე, ცინცაძე.

2 ივლისი
კეჟმაროკი (U-18)-საქართველო U-16 53:73
15:20, 15:18, 12:17, 11:18
საქართველო: ბობილევი 10, ზაქრაძე 9, მაჭავარიანი 9, ისიანი 12, გოგობერიშვილი 8, ლომიძე 6, კერესელიძე 4, მასხულია 4, ტაბაღუა 3, რევაზაშვილი 2, ცინცაძე 2, მაჭარაძე 2.

gbf.ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული