საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მეორე მარცხი ესტონეთში

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონური ტურნე დაასრულა. დავით უსტიაშვილის გუნდმა მასპინძლებთან მეორე საკონტროლო მატჩიც წააგო, თუმცა იმხელა სხვაობით არა, როგორც პირველ შეხვედრაში.

ქართველებმა მასპინძლებს მეორე ტაიმი 3 ქულით მოუგეს, მაგრამ პირველი ჰქონდათ ისე დიდი სხვაობით წაგებული, რომ საბოლოო ჯამში 77:96 დამარცხდნენ.

ესტონელებმა საწყის მეოთხედში 25:15 იმარჯვეს, ხოლო მეორეში უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ - 31:19.

დიდი შესვენების შემდეგ ბალტიისპირელები 56:34 ლიდერობდნენ და საბოლოოდ გამარჯვებამდე მისვლა აღარ გასჭირვებიათ.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო ბექა ბურჯანაძე, რომელიც 21 ქულითა და 8 მოხსნით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო
იყო. 12 ქულა ჰქონდა მერაბ ბოქოლიშვილს, ხოლო 10-10 დუდა სანაძესა და ირაკლი ალხანაიძეს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები საქართველოში 7 ივლისს ღამით გამოემგზავრება და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი გუნდი კონტინენტის პირველობის პირველ მატჩს ლატვიასთან 12 ივლისს გამართავს. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები ლატვიელთა გარდა ესპანეთი და თურქეთი იქნებიან.

6 ივლისი, ტალინი
ესტონეთი-საქართველო 96:77
25:15, 31:19, 21:24, 19:19
საქართველო: ფხაკაძე (8ქ), სანაძე (10ქ, 8მ), ბოქოლიშვილი (12ქ), ბურჯანაძე (21ქ, 8მ), ალხანაიძე (10ქ); ტეტელაშვილი (6ქ), ჯავახიშვილი, თენიეშვილი (8ქ, 5მ), როგავა (2ქ).

WWW.GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული