კონტინენის უძლიერეს გუნდებთან ერთად ფინალურ ეტაპზე მონაწილე დავით უსტიაშვილის კრებულმა ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ლატვიასთან წააგო.
შეხვედრა ლატვიელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ბალტიისპირელთა გამარჯვებით - 88:50 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ეცადა, მაგრამ გაცილებით უკეთ მოთამაშე მეტოქესთან არაფერი გამოუვიდა.
ლატვიელებს იანის ტიიმამ ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ქართველთაგან ბომბარდირი მერაბ ბოქოლიშვილი გახდა, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. ათქულიან ზღვ
საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 13 ივლისს გამართავს. უსტიაშვილის გუნდის მეტოქეები თურქები იქნებიან. მატჩი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელშიც თურქეთი ესპანეთს ხვდება, 12 ივლისს, მოგვიანებით დასრულდება.
ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი
12 ივლისი. სლოვენია. დომჟალე
ლატვია-საქართველო 88:50
21:11, 19:11, 22:13, 26:15
WWW.GBF.GE