მოგებას ჩერნოგორიელებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს - თუ ჯგუფიდან ქართველებიც გავიდნენ, მაშინ მეორე ეტაპზე კვლავ ერთ ჯგუფში (ოთხგუნდიანი) მოხვდებიან და პირველი ეტაპის შედეგი ავტომატურად გადაჰყვებათ.
ასე რომ, ჩვენებსაც აქვთ კარგი შანსი, ჩერნოგორიის დამარცხებით არა მხოლოდ პირველობისთვის ბრძოლა განაგრძონ, არამედ მეორე ეტაპი ორი ქულით დაიწყონ.
ჩვენმა კადეტებმა 21 ივლისს იყოჩაღეს და ბოსნიის მძლეველ ესტონეთს
გია კაზანჯიანის გუნდის მთავარი კონკურენტი (მეორე ადგილისთვის ბრძოლაში) ბოსნიაა, რომელმაც პირველი ჯგუფური ეტაპი 2-2 მოგება-წაგებით დაასრულა. თუ ქართველები ჩერნოგორიას ვერ აჯობებენ, მაშინ მათაც იმდენივე გამარჯვება მოუგროვდებათ, რაც ბოსნიას და ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის წყალობით მომდევნო ეტაპზე ბოსნია გავა. მან 82:52 გვაჯობა. იმ შემთხვევაში, თუ ესტონეთი რუმინეთს მოუგებს, ხოლო ჩვენ და ბოსნიას მათსავით 2-2 გამარჯვება დაგვიგროვდება, ჯგუფიდან მაინც ბოსნია გავა, რომელსაც ბურთების უკეთესი შეფარდება ექნება.
დაველოდოთ ბოლო ტურის შეხვედრებს: 14:30 - საქართველო-ჩერნოგორია, 19:00 - ესტონეთი-რუმინეთი.
21 ივლისი
საქართველო-ესტონეთი 59:52
16:17, 15:13, 15:9, 13:13
საქართველო: ბობილევი (26 წთ, 6ქ, 11მ), ისიანი (28 წთ, 2ქ, 6მ), გოგალაძე (15 წთ, 4ქ, 2პ), გუგეშაშვილი (11 წთ, 7ქ), რევაზაშვილი (10 წთ, 2ქ), ზაქრაძე (36 წთ, 20ქ, 4მ, 3პ), პეტრიაშვილი (17 წთ, 3ქ), ლომიძე (19 წთ, 10ქ), მაჭავარიანი (16 წთ, 4მ), მასხულია (23 წთ, 5ქ).
ესტონეთი: ლილი (4ქ), ლაანისტო (2ქ), კურვიტსი (7ქ, 12მ), რუსააკი (10ქ, 8მ), ლელე (1ქ), კაბინი (8ქ), მეიმერი (8ქ), რეინარტი (10ქ), ლიპსი (2ქ).
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ჩერნოგორია 3 3 0 242/176 6
2. ბოსნია 4 2 2 317/294 6
3. საქართველო 3 2 1 166/185 5
4. ესტონეთი 3 1 2 180/224 4
5. რუმინეთი 3 0 3 170/196 3
ჩერნოგორია, კანდიდატი ორია: საქართველო და ბოსნია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბოსნიასთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
გია კაზანჯიანი: პრესინგისა და ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე გავიმარჯვეთ