საქართველოს 16-წალმდელთა ნაკრები ბელარუს თანატოლებთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მატჩს ფინეთთან გამართავს.

გია კაზანჯიანის გუნდი მე-11 ადგილის დასაკავებლად სკანდინავიელებს შეეცილება. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც საქართველომ ბელარუსთან წააგო და მე-9 ადგილისთვის ბრძოლას გამოეთიშა. პარალელურ წყვილში კი ჰოლანდიამ ფინეთს აჯიბა და B დივიზიონში ქართველების ბოლო მეტოქეც გაირკვა.

ბელარუსებმა მატჩი 8-ქულიანი სხვაობით - ანგრიშით 74:66 მოიგეს. სლავებმა პირველი მეოთხედის შემდეგ 7-ქულინი უპირატესობა მოიპოვეს, რაც მატჩის ბოლომდე წარმატებით შეინარჩუნეს. ქართველებისგან 15-15 ქულა დააგროვეს ლევან გოგალაძემ და გიორგი გუგეშაშვილმა, დავით ლომიძის ანგარიშზე კი 12 ქულა იყო.

საქართველო
29 ივლისს ტურნირის ბოლო მატჩს ფინეთთან გამართავს. შეხვედრა 18 საათსა და 15 წუთიდან დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. IX-XII ადგილებისთვის. რუმინეთი. ბუქარესტი. 28 ივლისი

ბელარუსი 74:66 საქართველო
22:15, 17:17, 19:20, 16:14

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული