საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგიელი თანატოლები დაამარცხა

AutoSharing Option
18 წლის კალათბურთელები ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში განაგრძობენ პაექრობას.

ახალგაზრდა "ჯვაროსნები", რომლებიც J ჯგუფში XVII-XXII ადგილებისთვის იბრძვიან, 16 აგვისტოს ნორვეგიელებს დაუპირისპირდნენ.

ქართველმა კალათბურთელებმა პირველი წუთებიდანვე აქტიურად შეუტიეს და მალევე დაწინაურდნენ.

მეოთხედი 23:16 მოიგეს. შესვენებამდე მონაგარი კიდევ 10 ქულით გაიმდიდრეს. ბოლო ორ პერიოდში ოთხ-ოთხი ქულა იკმარეს და საბოლოოდ 91:66 (23:16, 26:16, 19:15, 23:19) გაიმარჯვეს.

ჩვენებურთაგან ბექა ბურჯანაძე 23 ქულითა და 14 მოხსნით გამოირჩა. საქართველოს ნაკრებს 17 ქულა ნიკა რამიშვილმა, 16 ქულა კი გიორგი ცირეკიძემ შესძინეს. მეტოქე გუნდიდან 14
ქულით საუკეთესო იყო ფაიერსთადი, 10-10 ქულა სიჩისა და ნ. ბლატანჩიჩის ანგარიშზეა.

გუშინვე მე-2 რაუნდის სხვა შეხვედრებიც გაიმართა:

I-VIII ადგილებისთვის
E ჯგუფი, ესტონეთი - ისრაელი 47:73, ჩეხეთი - ინგლისი 63:55.

F ჯგუფი. ბოსნია - ჩერნოგორია 82:72 ბელგია - ფინეთი 74:86

IX-XVI ადგილებისთვის

G ჯგუფი. სლოვაკეთი - რუმინეთი 64:55, ავსტრია - უნგრეთი 71:69


H ჯგუფი. ჰოლანდია - შვედეთი 79:76. პორტუგალია - ისლანდია 77:75 (ო)

XVII-XXII ადგილებისთვის

I ჯგუფი. ლუქსემბურგი - ბელარუსი 87:89. ბელარუსი - 4 (167:139), ლუქსემბურგი - 3 (162:159), შოტლანდია - 2 (113:153),

J ჯგუფი. საქართველო - ნორვეგია 91:66. საქართველო - 4 (186:139), ნორვეგია - 3 (157:166)/ შვეიცარია - 2 (148:186).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული