ქართველთა მეტოქე უკრაინელები იყვნენ. ჩვენმა გუნდმა თავიდანვე აქტიურად შეუტია ლურჯ-ყვითლებს და პირველი მეოთხედი 22:14 მოიგო.
მას მერე დავით უსტიაშვილის შეგირდებს თამაშის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ, და საბოლოო ანგარიშშიც 8-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.
ქართველებმა სამიოდე დღის წინ დასრულებული სანტ ანჯელოს ტურნირის საუკეთესო კალათბურთელის ბექა ბურჯანაძის გარეშე ითამაშეს, რომელმაც ვარჯიშისას ნეკა თითი დაიზიანა.
- როგორც ექიმებმა მითხრეს, მარცხენა ხელის ნეკის ძვალია გაბზარული. დამაიმედეს, რომ ევროპის
ქართველებს გამარჯვებისკენ ოთარ ფხაკაძე გაუძღვა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე 7-დან 3 სამქულიანია.
პერიმეტრიდან ტყორცნებში ქართველებმა უკრაინელებს ორით აჯობეს - 7 სამიანი გამოიყენეს. მოხსნებში კი მეტოქეს რვით ჩამორჩნენ - 43:51.
29 ივნისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მასპინძელ იტალიელებს დაუპირისპირდება.
საქართველო-უკრაინა 63:55
22:14, 12:12, 14:15, 15:14
საქართველო: ორმოცაძე, ო. ფხაკაძე (24), გრძელიძე (7), მიქელაძე (9), კვანტალიანი, ცირეკიძე (6), როგავა (11), გელაზონია (4), ჯინჭარაძე (2).
უკრაინა: არტამონოვი (10), ლუტსენკო, სმირნოვი, ზაგრება (1), კორენიუკი (9) ზუიკოვი (2), კობეტსი (5), შუნდელი (10), ფურსი (14), ჟუკოვსკი (4)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"